"ჯერ საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ პედარასტები და პედოფილები" - მღვდელმონაზონი სასულიერო პირებს მიმართავს

"ჯერ საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ პედარასტები და პედოფილები" - მღვდელმონაზონი სასულიერო პირებს მიმართავს

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საპატრიარქოს, სხვისთვის სათნო ცხოვრებისკენ მოწოდებამდე, "პედარასტებისა და პედოფილების" შიგნით გამოვლენას ურჩევს.

"ერთსქესიანთა ქორწინება და საერთოდ ერთსქესიანთა სქესობრივი კავშირები სოდომური ცოდვაა, რაზედაც ნათლად მეტყველებს პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ (პირველივე თავი). პედარასტია, პედოფილია, ლესბოსური კავშირები, ინცესტი და ა.შ. ასე და ამგვარად, საპატრიარქომ გაიხსენოს მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ატეხილი "ცისფერი სკანდალი" და მავანი აწ განსვენებული პედოფილიის მუხლით სასჯელმოხდილი მიტროპოლიტი და კიდევ მავანი მიტროპოლიტი, რომელიც მამათმავლობისა და სუკ-თან მჭიდრო თანამშრომლობის გამო კათედრიდანაც კი იყო მოხსნილი მე-20 საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში. ქართველ კაცს უთქვამს: "თევზი თავიდან ლპებაო". იხილეთ აწ განსვენებული (ღმერთმა აცხონოს) მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის არქივი. ჯერ შიგნით, საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ ნაპოლეონ ბონაპარტის საყვარელი ბიჭუნები და გოგონები, პედარასტები და პედოფილები, რათა ვიქონიოთ მორალური უფლება მივუთითოთ ვინმეს დედაეკლესიისათვის სათნო ცხოვრებისაკენ. აქვე მინდა დავძინო, დედაეკლესიის კარი ყველა მონანულისათვის ღიაა, მაგრამ არა იერარქიასა და საკურთხეველში, არამედ სტოვაში. ყველაფრის გასაჯაროვებაა საჭირო პუტინის სიბრძნის მოყვარულნო, აბსოლუტურად ყველაფრის! მე კი ჩემის მხრიდან ყველას სინანულსა და სულის ხსნას გისურვებთ. მომიხსენიეთ ლოცვებში...

...თავად მაცხოვარი ესაუბრა სამარიტელ ქალს და მეძავი დაიცვა ჩაქოლვისაგან, მრავალნიც ამხილა. მე ევქარისტიული კავშირი ქრისტესთან მაქვს, სამოციქულო ხელდასხმის ჯაჭვს კი ეპისკოპატის მეშვეობით მივყავართ ქრისტემდე, არა პიროვნულად, არამედ მოციქულებრივად. მე პატივს ყველას ვცემ, თაყვანს კი არავის წმიდა სამების გარდა. თუკი მკითხავთ, რომ წმიდა მამებს თაყვანს არ სცემთო? გპასუხობთ - კი, იმდენად რამდენადაც ისინი ღმერთშემოსილნი არიან და ყოვლადწმიდა სამების წიაღში განისვენებენ. ამინ!", - წერს მღვდელმონაზონი.

იხილეთ ასევე: სასულიერო პირების ღია პროტესტი ხელისუფლებას და ხმაურიანი კანონის განხილვის დეტალები, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს