"საქართველოში ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ" - რა სკანდალური განცხადების გაკეთებას აპირებს ნუკა კვალიაშვილი

"საქართველოში ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ" - რა სკანდალური განცხადების გაკეთებას აპირებს ნუკა კვალიაშვილი

მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი ნუკა, რომელიც საზოგადოებამ ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავით" გაიცნო, უახლოეს მომავალში სკანდალური განცხადების გაკეთებას აპირებს. საქმე ეხება ეკა კვალიაშვილის სამკურნალოდ შეგროვილ თანხას.

"ბერი მეკითხება, ეკა როგორ არის. ძალიან, ძალიან მალე დაგიწერთ ყველაფერს რა და როგორ არის, ასევე გაგიმხელთ "ჯეოსელის", "ბილაინისა" და "მაგთის" სირცხვილს. უფ, რამდენი რამე უნდა მოვყვე, თქვენ არ იცით, ასევე მოტყუებული ხალხის ამბებსაც გეტყვით, რომლებსაც ეგონათ, რომ დასახმარებლად ჩარიცხეს ფული და ეს ფული დღემდე არ ჩარიცხულა ეკასთან და ბევრს ენა გადმოგდებული რომ აქვს და ბევრს ტლიკინებს მოგაკეტინებთ ყველა ეგეთს ძალიან მალე. მხოლოდ საქართველოში: ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ ეს ახ***ები, ფუი სამარცხვინოებო...", - წერს ნუკა კვალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 27 მარტს მომღერალ ეკა კვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ტოქშოუ ეკა ხოფერიასთან ერთად" საქველმოქმედო ეთერი მიეძღვნა. გადაცემის მსვლელობის დროს ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად 635 684 ზარი შევიდა. გადაცემის ბოლოს კი ტელეეთერით გაჟღერდა, რომ ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად 90 000 ლარზე მეტი შეგროვდა. მასში ქართული ესტრადის წარმომადგენლები და ეკა კვალიაშვილის მეგობრები მონაწილეობდნენ.

ეკა კვალიაშვილი მძიმე ნეიროვირუსითაა დაავადებული, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მომღერალს მკურნალობა და გამოკვლევა ესაჭიროება.

იხილეთ ასევე: ეკა კვალიაშვილს დაპირებული 90 ათასი ლარი არ ჩაერიცხა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს