შამპანური, რომლითაც ღარიბაშვილმა ნარმანიას არარსებული გამარჯვება "დაასველა" 400$ ღირს?! - "1600$ მარტო მაგ ერთ მაგიდაზე დაწუწეთ!"

შამპანური, რომლითაც ღარიბაშვილმა ნარმანიას არარსებული გამარჯვება "დაასველა" 400$ ღირს?! - "1600$ მარტო მაგ ერთ მაგიდაზე დაწუწეთ!"

Ambebi.ge-ს მკითხველმა უკვე იხილა სტატია სახელწოდებით "ღარიბაშვილმა დოკუმენტები შამპანურით დაასველა", რომელშიც მკითხველს შევთავაზეთ ფოტომასალა, თუ როგორ აღნიშნა "ქართული ოცნების" შტაბში პრემიერმა ღარიბაშვილმა მმართველი გუნდის ლიდერებთან ერთად ნარმანიას გამარჯვება, თუმცა ნაადრევად, ვინაიდან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართებოდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამარჯვება "შამპანურით დაასველა", თუმცა, როგორც გოგა ხაჩიძე იუწყება, შამპანური ძალიან ძვირადღირებულია...

საქმე ის არის, რომ "ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერი, ხაჩიძე დაინტერესდა, თუ რა ღირს  შამპანური, რომელიც პრემიერს უკავია. როგორც ჩანს, თავადაც ხშირად მიირთმევს ამ შამპანურს და ფოტოებიდან ბრენდის ამოკითხვა არ გასჭირვებია. მეტიც, მან Facebook-აუდიტორიას ამ შამპანურის კონკრეტული მოცულობა და ღირებულებაც დაუთვალა და გააცნო.

Facebook/ გოგა ხაჩიძე, "ნაციონალური მოძრაობა":

"არაპომპეზურებო!

ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებულებო!

ამ ცრუ-ზეიმზე Veuve Clicquot-ის 400$ -იანი შამპანურებით რომ არ გეწუწავათ, ისე არ გამოვიდოდა ხო?!

1600$ მარტო მაგ ერთ მაგიდაზე დაწუწეთ! დარწმუნებული ვარ ბიუჯეტიდან.

"აწარმოე საქართველოში" პროგრამა ხომ "დაიწყეთ" დიდი ზარ-ზეიმით?! რამე ქართული წარმოების შამპანურით ვერ აღნიშნავდით ხო "ნარმანიას ბედნიერებას"

უნახავმა რა ნახაო!

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს, თქვენს ხელში!", - წერს ხაჩიძე და ტექსტს თან შემდეგ ფოტოებს ურთავს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს