"როგორ მოვიპაროთ მილიონი" - "აი უკვე მერამდენე ბანანი დააჭერინეს ხელში და ისინიც დგანან წაკუზულები"

"როგორ მოვიპაროთ მილიონი" - "აი უკვე მერამდენე ბანანი დააჭერინეს ხელში და ისინიც დგანან წაკუზულები"

"ნაციონალების" ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძის ირგვლივ მითქმა-მოთქმა კვლავ არ წყდება. ყველაზე მეტად დომინირებს მოსაზრება, რომ დეპუტატები ბაქოში "კეზერას" ფულის ჩამოსატანად იყვნენ (იხილეთ სტატია: "ნაციონალების" ბაქოური თავგადასავალი ანუ მილიონი "კეზერასაგან"?!), თუმცა შავი ფულის თემაზე სპეკულაციისთვის ოპოზიციონერები მოწინააღმდეგეებს გამუდმებით ესხმიან თავს და მოსაზრების გაბათილებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ, რომელთაგან ყველაზე ეფექტურად Facebook-ის საინფორმაციო სივრცეს იყენებენ.

თემაზე ამჯერად "ნაციონალების" კიდევ ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

Facebook/ გივი თარგმაძე, "ნაციონალური მოძრაობა":

"პრიმატებს, ანუ მაიმუნებს, გააჩნიათ კონკრეტული აზროვნება. ანუ, მათ არ შესწევთ უნარი მყისიერი მოვლენის განზოგადებისა. ეს განაპირობებს მათი დაჭერის უძველეს და უმარტივეს წესს: ვიწროყელიან ქილაში, გნებავთ, ქოთანში, ათავსებენ ბანანს და ჩასაფრდებიან. მაიმუნი ჩაყოფს ხელს, დაიჭერს ბანანს, ბანანიანი ხელი უკან ვეღარ ამოაქვს, მაგრამ ხელსაც არ უშვებს და მას მშვიდად იჭერენ. ორმა ახალგაზრდა ეთოლოგმა, ზურა ჯაფარიძემ და გოგა ხაჩიძემ მრავალჯერადი ექსპერიმენტის გზით დაადგინეს, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება სწორად პრიმატთა კლასს მიეკუთვნება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ორი ადამიანი ხელისუფლებას რეგულარულად ამაიმუნებს და ისიც სიამოვნებით, მთელი გულით მაიმუნობს.

აი უკვე მერამდენე ბანანი დააჭერინეს ხელში და ისინიც დგანან წაკუზულები, მაგრამ ხელს მაინც არ უშვებენ. როგორც ყოველთვის, ჯერ მყისიერი გადაწყვეტილება მიიღეს და ეხლა ცდილობენ, ყველას, საკუთარ თავსაც, აუხსნან, რა გააკეთეს. და როგორც ყოველთვის, როგორც წყეულ ბანანიან ქილაში, ჩაკეტილ წრეში მოექცნენ: ინფორმაცია სააგენტომ გაავრცელა, რომელიც წყაროს არ ამხელს, შსს, რომელმაც ინფორმაცია იმ წამსვე დაადასტურა, როგორც ფაქტი, ამბობს, რომ ინფორმაციას დღესაც მხოლოდ მედიიდან ფლობს, ელჩი, რომელიც სამაგალითოდ უგვანოდ მოიქცა, ვერ იხსენებს, ამბავი საიდან გაიგო და საგარეო დღეს ითხოვს ბაქოდან იფორმაციას, რომელიც გუშინ დაადასტურა. როგორც ჩანს, ეს კონკრეტული მაიმუნობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდა ეთოლოგთა ჯგუფს ნიჭიერი ირმა ნადირაშვილიც შეუერთდა, როგორც ჩანს, ჩემი მეზობელი ჰაკიმისგან პრიმატებისთვის დამახასიათებელი თითების ქნევითა და ხელების ფშვნეტით დაანონსებულ ცხელ ზაფხულს ფეხბურთის გარდა ხელისუფლების თავდავიწყებული მაიმუნობაც გაგვიხალისებს", - წერს თარგამაძე.

ასევე იხილეთ | "ფეისბუქ-ომი": ნადირაშვილის პასუხი სესიაშვილს 7 კითხვაზე და უსიამოვნო კონტრშეკითხვა უმრავლესობის ლიდერს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს