"წადი რა, კინოები უჩვენე!" - უკანონო პარკინგი და ჯიპის მფლობელი "უსვეტსკესი ყმაწვილის" პასუხი გვახარიას

"წადი რა, კინოები უჩვენე!" - უკანონო პარკინგი და ჯიპის მფლობელი "უსვეტსკესი ყმაწვილის" პასუხი გვახარიას

ქალაქში ავტომობილების არასწორი პარკირების თემა სოციალურ ქსელში აქტუალურობას არ კარგავს. უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის წინ პანდუსზე გაჩერებული ჯიპის შემდეგ ვაკის პარკში "დაპარკინგებული" ავტომობილების ფოტოებს აქვეყნებს "რუსთავი 2"-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორი გიორგი ხაბურძანია.

"ახლა ამაზეც არ დაიწყონ წითელ ზოლს იქით არის და ცენტრალ პარკშიც კი არის საავტომობილო გზებიო. როგორც სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა, ისეა ეს ადგილი ვაკის პარკი და არა პარკირების ადგილი", - წერს ხაბურძანია ფოტოს აღწერაში.

ტროტუარზე ჯიპების პარკინგით შეწუხებულია ასევე კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია:

"დღეს, სამსახურთან, ბანკის წინ, ზედ ტროტუარზე, უსვეტსკესმა და გამოპრანჭულმა ყმაწვილმა მანქანა "ააყენა" ტროტუარზე ისე, რომ ფეხით მოსიარულეები იძულებულები გახდნენ ქუჩაზე გადასულიყვნენ, სხვანაირად უბრალოდ ვერ გაივლიდნენ ("ჯიპიც" აღარ ქვია იმას, დიდი შავი ავტობუსი იყო ფაქტიურად). ვერ მოვითმინე და რას შვები მეთქი. ისეთი კარგი პასუხი გამცა:

"წადი რა, კინოები უჩვენე!"", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გვახარია.

იხილეთ ასევე: გიორგი ხაბურძანია - "მერიაში არცერთ კვ მეტრს არ ტოვებენ, საიდანაც ფული არ შედის"

ქართველმა მილიონერმა "ლამბორგინით" პარკინგის წესები ეიფელის კოშკთან დაარღვია (+ფოტოფაქტები)

ქართველი ვაჟკაცი პანდუსს ჯიპის დასაყენებლად იყენებს

ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობის გმირი მწერლის ოჯახს ესტუმრა - "ჩემთან ნათელა მოვიდა და მეც თაფლი მომიტანა..."

ასეთი ლამაზი ბათუმი ჯერ არასდროს გინახავთ - იმოგზაურეთ ჯადოსნურ ზღვის ქალაქში

"რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახდა პროფესორი გამუაო..." - დედისგან მიღებული წერილი და გიორგი კეკელიძის "მწარე ვალენტინობა"