"დალაგებული პალაჟენია" ანუ რა წვლილი შეიტანა ლალი მოროშკინამ უგულავას ციხის კომფორტში

"დალაგებული პალაჟენია" ანუ რა წვლილი შეიტანა ლალი მოროშკინამ უგულავას ციხის კომფორტში

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა პატიმრობაში მყოფ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სოციალურ ქსელში წერილს, ციხის ლექსიკით ე.წ. "მალიავას" უგზავნის.

"მალიავა" გიგის....

"დილიდან ისე კარგად ვარ, მგონია შენი ლოცვები მომივიდა....

ხედავ როგორ გაგიმართლა, რომ მე მოვასწარი შენ მოსვლამდე "პალაჟენია დამელაგებინა". პირველად ალბათ "კარანტინში" მლოცავდი, რომ არ მოგიწია "ჩვეილებისამებრ" "კარიდორში" "დუბინკების"და წიხლების თანხლებით გავლა, მეორე ლოცვა ალბათ სიცხით გათანგულმა ძილის წინ გამომიგზავნე, იმიტომ რომ ჩემი იდეა იყო ზორბა ტანის პატიმრებისთვის "ნარების" გაფართოება, შემდეგი ლოცვა აუცილებლად საკვების მიღების დროს მომივიდოდა, გახსოვს, თქვენ დროს ტექნიკურ ზეთს რომ ასხამდით "ბალანდას"და ბიჭებს "პაგალოვნად" ცეროზი აკიდეთ? ნახე რა დავხვეწეთ კვების რაციონი? ისე შენი დიეტაც შეგიძლია გააგრძელო, ყველა სახის პროდუქტი სახეზეა. შემდეგი დალოცვა საშხაპედან იქნებოდა, სადაც არ გეშინია, რომ თუ საპონი დაგივარდა, ვიღაც ალმაცერად შემოგხედავს... ხედავ რა ინფრასტრუქტურული საკნები გავაკეთეთ? ხო, თუ ახალგაზრდობას გაიხსენებ და სტიქარს დაუბრუნდები, ნებისმიერ დროს შეგიძლია გაესაუბრო სასულიერო პირს. ალბათ შენი ლოცვა მაშინაც მომივა, როდესაც "პრაგულკის" დროს არაფერს "გაგიჩალიჩებენ" და "ზაჟიგალკაზე" ორწლიან "რასკრუტკაზე" არ გაგიშვებენ... ალბათ ლოცვას მაშინაც აღავლენ, როდესაც ელემენტარული წამლის მოთხოვნის დროს მაგრად არ გცემენ და ტკივილისგან გულწასულს არ შეგეკითხებიან: "ჰა, კიდევ გინდა წამალი, თუ გაგიარა?" და კიდევ, აუცილებლად დამლოცე, როდესაც ცოლთან პირადი პაემნის დროს არ გადაგიღებს კამერა და მერე არ დაგაშანტაჟებენ ამ კადრების გასაჯაროებით, სულ საკუთარი ხელით "ამოვჩიჩქნე" კედლებიდან შენი დროის საყვარელი ატრიბუტი.

ისე კი ციხისთვის ყველა მეცოდება და გამძლეობას გისურვებ!!

p.s. რაც მე "პალაჟენიას ვეღარ" ვაკონტროლებ, მანდ აზარტული თამაშების "თამასა" ზედა ზღვარზეა და ეცადე არ ჩაგითრიონ, თორემ სანამ გამოხვალ დაკარგავ ყველაფერს "ვსიო ჩტო ნაჟიტო ნეპოსილნიმ ტრუდომ".

სულ ეს არის, თუ შეკითხვა გაგიჩნდა არ მოგერიდოს,"მალიავა" სოციალს გამოატანე... ხო კონფიდენციალური არაფერი დაწერო,"პო სტაროი პამიატი" ყველა "მალიავა" იკითხება...", - წერს მოროშკინა.

იხილეთ ასევე: პატიმარ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ყოფითი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს