"უთხრას ვინმემ, რომ პრეზიდენტის შვილია" - რის გამო აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ანა მარგველაშვილს

"უთხრას ვინმემ, რომ პრეზიდენტის შვილია" - რის გამო აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ანა მარგველაშვილს

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ქალიშვილმა, ანა მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის მეგობრებთან ერთად ერთობა და ავტომობილში თემურ რცხილაძის Желанная Моя-ს მღერის. ვიდეო მაშინვე მედიის განხილვის საგნად იქცა. სოციალურ ქსელში კი პრეზიდენტის ქალიშვილისთვის "შეუფერებელი საქციელის" გამო, ანა ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა.

ვიდეოჩანაწერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და წერს, რომ პრეზიდენტის ქალიშვილს მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნებამდე მეტი დაფიქრება მართებს.

"ეს გოგო ბევრჯერ დავიცავი თავდასხმებისგან. ერთხელ ინგა გრიგოლია-ს გადაცემაში საჯაროდაც კი, მაგრამ იქნებ უთხრას ვინმემ, რომ პრეზიდენტის შვილია და თუ არ უნდა კრიტიკის ობიექტი გახდეს ასეთ ვიდეოებს ნუ ავრცელებს. იქნებ აუხსნან მისი სტატუსი. ხაზს ვუსვამ სიმღერას არავინ უკრძალავს!", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ნანუკას პოსტს ერთ-ერთი პირველი ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი გამოეხმაურა.

"მამა-შვილს ეს რუსული ლექსიკა და სიმღერები რატომ უყვართ ასე?", - დაწერა ნადარეიშვილმა.

ანის რეპლიკას კიდევ სხვა კომენტარები მოყვა. ნანუკას სიტყვებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პოსტს 500-ზე მეტი კომენტარი აქვს, მათ შორის მრავალი კრიტიკული შინაარსის.

ტელეწამყვანს საკუთარი სიტყვების განმარტება მოუხდა.

"პრეზიდენტის შვილია! და ეს მეტ პასუხიმსგებლობას აკისრებს! მინიმუმ არ დადოს ასეთი ვიდეოები! არც ოცნება მაინტერესებს და არც ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში.. ჩვენ გვიმღერია.... მანაც უნდა იმღეროს... იმხიარულოს, მაგრამ ასეთი ვიდეოები საჯარო არ უნდა გახადოს თუ არ უნდა აკრიტიკონ. თუ კრიტიკისთვის მზადაა რა პრობლემაა. მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება..

რამდენჯერმე რომ გაგაკრიტიკებენ უნდა მიხვდე... აქ პრობლემა არაფერია. ყველა ერთობა, მაგრამ როდესაც პრეზიდენტის შვილი ხარ და ამას შენი სურვილით ასაჯაროებ, პასუხისმგებლობას არ გრძნობ...

არც ხმას ვუწუნებ, არც გართბის წინააღმდეგი ვარ...

როდესაც პირად ცხოვრებას საჯაროს ხდი, უკვე ეკუთვნის სხვასაც. თუ განსაკუთრებული სტატუსი გაქვს ხომ საერთოდ. მე დამიდევს ფოტო აქ და ხშირად სხვადასხვა საიტებზე გავმხდარვარ კრიტიკის მიზეზი.... მერე მიფიქრია. არ დამედო რა... მერე ისევ ვდებ და ბოლოს მივხვდი, რომ რა კრიტიკასაც ვიღებ ჩემი ბრალია ხშირად. და როდესაც პრეზიდენტის შვილი ხარ მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია ადამიანს. ნახე რეებს წერენ ქვევით ვიდეოების.. ეს არის რეალობა და მგონია ყველა ქვეყანაში ექნებოდათ რეაქცია ... სხვადასხვაგვარი... ამიტომ ვუწერ რომ ნუ ასაჯაროებს. თორემ იმღეროს, იცეკვოს და იმხიარულოს. აბა რა უნდა ქნას...

რა ბავშვს შევეხე, რის ბავშვს შევეხე რას ატრაგიკულებთ და სპეკულირებთ არ გრცხვენიათ? 20 წლის გოგოა ეს ერთი და მეორე ეს ის ბავშვია საზოგადეობის თავდასხმისგან საჯაროდ რომ ვიცავდი! დიახ იყო ვიდეობი! დიახ იყო ფოტოები წინა ხელისუფლების დროს და რომელი დაინდეთ კრიტიკისგან! ეხლა აღარ მოგწონთ? მინიშნებაც კი! თურმე არც უნდა მივუთითოთ! მორჩით სპეკულირებას!

არც თავში აქვს ავარდნილი და არც შტერია! უბრალოდ ვერ აცნობიერებს რომ პრეზიდენტის შვილია. რა წესია ეს ლანძღვები!!!!

შვილს რომ მამა კიდია ეს კარგია? რას ამბობთ ეხლა? სულ ნუ უფუჭებთ ამ გოგოს საქმეს...

უგულავამ ფოტოები რომ გადაიღო "ქართულმა ოცნებამ" პრესკონფერენცია მიუძღვნა და ჟურნალისტებმა გამოძიება მერე? აკრიტიკეს კიდეც. მერე ?:) თან ეს ფოტოები მას კი არ გაუვრცელებია კომპიუტერიდან მოპარეს და გაუვრცელეს და რისი თქმა გინდა ვერ ვიგებ :)) არასწორ ადგილას გადაიღო ფოტო და მიიღო კიდეც ობიექტური კრიტიკა საზოგადოებისგან...

ამერიკაშიც და ევროპაშიც კი ეს ყურადღების ცენტრში მოექცეოდა. ცნობილი ადამიანის შვილები ყოველთვის აინტერესებს საზოგადოებას. განსაკუთრებით კი სხვა სტატუსია პრეზიდენტი და მისი შვილი, ოჯახი... ეს ყოველთვის იწვევს ინტერესს და ობიექტურია...

ბრიტანეთში ყველაზე მეტს იცი რაზე საუბრობენ? სამეფო ოჯახის წევრებზე. რძალზე, პატარა შთამომავალზე... იმასაც კი განიხილავენ რა ღირს სამოსი, რომელიც მათ აცვიათ... ეს ყველგან ასეა. ამიტომ საზოგადოებას დამატებით მიზეზი არ უნდა მისცე. თუ არ გინდა შენზე ისაუბრონ. მაშინ, როდესაც მე ამ გოგოს ვიცავდი სხვა თემა იყო. მას თავს დაესხნენ ფოტოების გამო, რომელიც უწყინარი იყო.. ვერ გეტყვი, რომ ამ ვიდეოთი დააშავა რამე ანამ, მაგრამ ის იწვევს საზოგადოებას. თუ იწვევს მზადაც უნდა იყოს. რჩება შთაბეჭდილება, რომ მან ვერ გაათვითცნობიერა სტატუსი რომელსაც ის ატარებს. ის ქვეყნის სახეა დღეს... მისი ოჯახი ...

ეს ვიდეო ევროპაშიც და დასავლეთში აუცილებლად მოხდებოდა საინფორმაციო გამოშვებებში. დამიჯერე... აქ კიდევ დაინდეს...

ჩემი შვილი თუ იზამს გააკრიტიკებენ:) გაუკრიტიკებიათ:) თან გავითვალისწინოთ, რომ

ის პრეზიდენტის შვილი არაა:) ჩემი შვილის მამა უბრალოდ ბანკირია.

ღმერთმა დამიფაროს ვინმეს შვილს და განსაკუთრებით მარიამის თაობის გოგოს ანტიპიარი ავუგორო! ეს ჩემი სტილი არაა!", - წერს ნანუკა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: ანა მარგველაშვილის გამო მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება

ანა მარგველაშვილის "სელფები" ინგა გრიგოლიას ვიზაჟის ოთახიდან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს