"მერამდენე ადამიანი უნდა იმსხვერპლოს ბესელიას ამნისტიამ?" - დაჩი დარჩიას მკვლელობაში ეკა ბესელიას ვაჟის ძმაკაცს ადანაშაულებენ

"მერამდენე ადამიანი უნდა იმსხვერპლოს ბესელიას ამნისტიამ?" - დაჩი დარჩიას მკვლელობაში ეკა ბესელიას ვაჟის ძმაკაცს ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობას" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე "ფეისბქუის" პირად გვერდზე რეჟისორისა და "სქაი ბარის" დიჯეის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ახმაურებს.

"დაჩი უკრავდა კლუბში. ბესელიას შვილი და მისი ძმაკაცი, რომელიც ბესელიამ ციხიდან გამოუშვა, მისულან დაჩისთან. მუსიკის შეკვეთა უნდოდათ. დაჩის უთქვამს, ეს რესტორანი ხომ არაა, რაც იქნება იქნებაო. ამას მოყოლია დაძაბულობა. დაცვას გაუყვანია ეს მკვლელი გარეთ. გამოდის დაჩი, ხვდება ეს ტიპი და უყრის დანას.

"მაესტრო" კიდევ თურმე უნამუსოდ ავრცელებს მკვლელის იურისტის ბრალდებას, რომ დაჩი "არაკაცურად წაეპოტინა" მკვლელს.

აი, უკვე მერამდენედ ხდება, რომ ჰომოფობიით მკვლელობის გამართლებას ცდილობენ საქართველოში?

და აი, უკვე მერამდენე ადამიანი უნდა იმსხვერპლოს ბესელიას ამნისტიამ?", - წერს ვაჭარაძე.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ავლაბარში, სომხურ ეკლესიასთან ერევნის სკვერში 34 წლის რეჟისორი და "სქაი ბარის" დიჯეი დაჩი დარჩია მოკლეს.

მკვლელმა დარჩიას დანა ზურგში ორჯერ ჩაარტყა, აქედან ერთი - სასიკვდილო აღმოჩნდა.

იხილეთ ასევე: დაჩი დარჩიას მკვლელობის ახალი დეტალები - რას ყვებიან თვითმხილველები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს