"რა იყო, დაგვაჩმორეს ამ ჩმორებმა?" - ირმა ინაშვილი პატრიარქს ექომაგება

"რა იყო, დაგვაჩმორეს ამ ჩმორებმა?" - ირმა ინაშვილი პატრიარქს ექომაგება

მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი პატრიარქის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ზოგი პატრიარქის დაჭერას ითხოვს, ზოგი - ჩამოგდებას, მიდის ყოვლად უზნეო კამპანია და ჩვენ... ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ხმასაც ვეღარ ვიღებთ... რა იყო, დაგვაჩმორეს ამ ჩმორებმა? ითვლება, რომ თუ პოლიტიკოსი ხარ, ან საჯარო პირი ხარ, პატრიარქის დასაცავად ხმა არ უნდა ამოიღო... ლიბერალები შემოგიტევენ, თურმე... რომელი კრეტინი ადგენს თამაშის ამ წესს?! არჩევნების წინ ხომ კარგად დარბიხართ საპატრიარქოში, ა?! ზღვარს სცდება ჩემი ეკლესიის წინამძღოლის საჯარო შეურაცხყოფა. ეს ჩემი შეურაცხყოფაა... თქვენი... ნებისმიერი სხვა ეკლესიის წინამძღოლის დასაცავადაც ამოვიღებ ხმას, თუ მას თავს დაესხმებიან, მაგრამ ჩემთვის ჯერ ჩემია... თან, ჩემსას ერჩიან... ქუჩაში გინდათ, რომ გამოგვიყვანოთ? არა, ამას ქუჩა არ სჭირდება. ისე მოგერევით. თქვენი ფეხით მიხვალთ ტაძარში და ცხარე ცრემლით იტირებთ. თქვენნაირებს ასე ემართებათ ხოლმე. მიწაზე რომ დინგით ერჭობიან, ღმერთს მერე ხედავენ", - წერს ინაშვილი.

იხილეთ ასევე: "მყუდრო" პატრიარქზე საკუთარ განცხადებას განმარტავს

"ასეთი რამის მთქმელს *** აქვს!!!" - ბესო ზანგური გია ცინაძის სკანდალურ განცხადებაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს