"გაბუნია, კიდევ ერთხელ მოაწყობ ამას ტელევიზიაში და..."- ნიკა გვარამიას კომენტარი "რუსთავი 2"-ში მომხდარი ჩხუბის შემდეგ

"გაბუნია, კიდევ ერთხელ მოაწყობ ამას ტელევიზიაში და..."- ნიკა გვარამიას კომენტარი "რუსთავი 2"-ში მომხდარი ჩხუბის შემდეგ

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში შეხლა-შემოხლა მოხდა. გადაცემის პირდაპირ ეთერში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. პოლიტიკურ თემაზე დაპირისპირება პიროვნულ შეურაცხყოფაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ოპონენტებს "სუს-ის აგენტები" და "ნარკომანები" უწოდეს.(იხილეთ დაპირისპირების დეტალები +VIDEO).

დაპირისპირების განმუხტვისთვის საჭირო გახდა დაცვის გამოძახება, თუმცა მანამდე გამშველებლად სტუდიაში "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ჩავიდა.

მომხდარს ნიკა გვარამია Facebook-ზეც ეხმაურება და წერს:

Facebook/ ნიკა გვარამია:

"გიორგი გაბუნია, კიდევ ერთხელ მოაწყობ ამას ტელევიზიაში და შენი ხელფასიდან გამოვქვითავ ჩემი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხარჯებს.

ინგა გრიგოლია, ნეტავი შენს გამძლეობას, კვირაში ერთხელ ამას რომ იტან...

P.S. დამავიწყდა, მეთქვა - მადლობა პატრულს კარგად მუშობისთვის და ოპერატიულობისთვის", - წერს გვარამია.

იხილეთ ვიდეო: იკა გვარამია დაპირისპირებულების გაშველებაში ჩაერთო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს