გინება და ჩხუბი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში

გინება და ჩხუბი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში

ბოლო განახლება|

- "სადაც დაინახავთ ამ აყროლებულებს - ურტყით, ჩაქოლეთ, აფურთხეთ" - ხათუნა ჟორდანია "10 ლარიან ნაციონალებზე"

- "გაბუნია, კიდევ ერთხელ მოაწყობ ამას ტელევიზიაში და..."- ნიკა გვარამიას კომენტარი "რუსთავი 2"-ში მოხდარი ჩხუბის შემდეგ

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში შეხლა-შემოხლა მოხდა. გადაცემის პირდაპირ ეთერში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. პოლიტიკურ თემაზე დაპირისპირება პიროვნულ შეურაცხყოფაში გადაიზარდა მას შემდეგ რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ოპონენტებს "სუსის აგენტები" და "ნარკომანები" უწოდეს.

დაპირისპირება რომეო საჯაიას განცხადებას მოჰყვა. ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას ნარკომანები უპირისპირდებიან. მანვე დარბაზში მყოფი თარხან გასვიანი ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა და მისი ბებიის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე ისაუბრა.

"მამა-შვილი გასვიანები კრიმინალები და ნარკომანები არიან. მათ ერთხელ ასეთი კაიფის დროს ოჯახის წევრი მოუკვდათ. თუ არ გჯერათ, წავიდეთ და შევამოწმოთ, რომ თარხან გასვიანი ნარკომანია," - განაცხადა გადაცემაში რომეო საჯაიამ.

ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ ჟურნალისტი ირმა ინაშვილი და ბაჩო ახალაიას ადვოკატი, გოგა ონიანი. ინაშვილმა ონიანს ერთუჯრედიანი ამება უწოდა.

ბაჩო ახალაიას მიმართ წაყენებული ბრალდებების გარშემო საუბარს დაპირისპირება მოჰყვა ეკა ბესელიასა და გივი თარგამაძეს შორის.

ბესელიამ გივი თარგამაძის იმ განცხადებებს უპასუხა, სადაც თარგამაძე პოლიციის პოლიტიზებულ ქმედებებზე საუბრობდა და განაცხადა, რომ ადამიანებს, რომელიც მისი თქმით, დანაშაულებრივ რეჟიმს წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრის უფლება არ აქვთ.

პირდაპირ ეთერში მორიგი კომენტარით საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ჩაერთო. მისმა გამოსვლამ მწერალი ვაჟა ოთარაშვილი ისე გააღიზიანა, მინაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  "რუსთავი 2"-ში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა