ნიკა გვარამიამ გოგა ხაჩიძე "ბრავოდან" გააგდო - არხის დირექტორი "სამარცხვინო ბოღმებს" მიმართავს

ნიკა გვარამიამ გოგა ხაჩიძე "ბრავოდან" გააგდო - არხის დირექტორი "სამარცხვინო ბოღმებს" მიმართავს

ამალია ჯიბლაძის ირგვლივ ატეხილ სკანდალს ამჯერად უკვე "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება. ის განცხადებას არხის სახელით საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს:

"არხის სახელით მინდა განვაცხადო:

1. ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარომონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით;

2. ვწუხვარ, რომ ქართული ესტრადის ფონოგრამაზე გაწაფული წარმომადგენლები ვერ (ან შეგნებულად არ) ასხვავებენ ერთმანეთისგან ფონოგრამას და ეთერში გასაშვებ დამუშვებულ ვიდეოს, რა დროსაც მუშავდება მათ შორის ხმაც და ხდება მონტაჟი, რა დროსაც შესაძლებელი ეთერში გამოსახულების და ხმის აცდენა;

3. არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, ვინც არხი პრაქტიკულად თაღლითობაში დაადანაშაულა. შესაბამისად, "ბრავოს" ხვალინდელი ეთერიდან არხის გადაწყვეტილებით მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე.

4. თუ რაიმე ეჭვები კიდევ არსებობს უნიჭიერესი ქალბატონი ამალიას შესაძლებლობების შესახებ, უყურეთ ოთხშაბათს "სხვა შუადღეს".

P.S. ეს პირადად ჩემგან: მომღერალმა და არამომღერალმა ქართველმა ლუზერებმა 2 დღეც ვერ აიტანეს არსაიდან მოსული ნიჭიერი ქალის პოპულარობა. სამარცხვინო ბოღმები", - წერს გვარამია.

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

ამავე თემაზე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს