"სელფომან" პოლიტიკოსებს "ნაციონალებიც" შეუერთდნენ - Selfie მიტინგის შემდეგ

"სელფომან" პოლიტიკოსებს "ნაციონალებიც" შეუერთდნენ - Selfie მიტინგის შემდეგ

სოციალური ქსლებში "სელფები" აქტუალობას დღემდე არ კარგავს. მობილური გაჯეტების ეპოქაში ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ ამ ფენომენის კვლევა მეცნიერებმაც კი დაიწყეს. ზოგიერთ მათგანს "სელფომანიით" შეპყრობილი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი ეპარება.

მას შემდეგ, რაც წამყვანმა ელენ დეჯენერესმა 2014 წლის "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალზე გადაღებული ჰოლივუდის ვარსკვლავების ცნობილი "სელფი" გაავრცელა, სოციალურ ქსელებში მსახიობებს მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა. ცნობილი თუ რიგითი ადამიანები რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ ერთობლივ სამახსოვრო ფოტოებს იღებენ და პირად გვერდებზე ავრცელებენ. ცნობილ ტრენდს მსოფლიო ლიდერებთან ერთად ქართველი პოლიტიკოსებიც არ ჩამორჩნენ. ბოლო დროს ბევრი ასეთი "სელფი" ვიხილეთ. პირველი "სელფი" ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ; გადაყენებული და გადამდგარი მინისტრების "სელფი" და ა.შ.

ამჯერად "ფეისბუქის" პირად გვერდზე 15 ნოემბრის აქციის "არა ანექსიას" შემდეგ გადაღებულ "სელფს" აქვეყნებს გივი თარგამაძე. ფოტოზე გოკა და კოტე გაბაშვილები, გივი თარგამაძე, თამარა ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია არიან გამოსახულნი.

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს