"მე და ივანიშვილს ჩვენი უხილავი ურთიერთობა გვაქვს" - რატომ ფიქრობს ნათია ფანჯიკიძე, რომ ყოფილი პრემიერის იმიჯი გადაარჩინა

"მე და ივანიშვილს ჩვენი უხილავი ურთიერთობა გვაქვს" - რატომ ფიქრობს ნათია ფანჯიკიძე, რომ ყოფილი პრემიერის იმიჯი გადაარჩინა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და ის მიხეილ სააკაშვილს შეადარა. ივანიშვილის მისამართით კრიტიკული განცხადებები ყოფილი მინისტრის მეუღლეს არაერთხელ გაუკეთებია. ამის გამო ნათია ფანჯიკიძე ივანიშვილის მხარდამჭერებმა გააკრიტიკეს. ამჯერად ნათია ფანჯიკიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე მათ საპასუხოდ პოსტი გამოაქვეყნა.

"კი მაგრამ... ხომ ვიკითხე ნებართვა, თავს თუ გამიჭეჭყავენ, ხელის აფარების უფლება მაქვს თუ არამეთქი და თითქოს მომეჩვენა, რომ კიო, გაქვსო, მიპასუხა ხალხმა.

თანაც უნდა დავაზუსტო, - ბატონი ბიძინა არ გამიქილიკებია, მას უბრალოდ სწორი რამ მივანიშნე და ვუთხარი, - მხოლოდ ახლობელი რომ გეტყვის, ისეთი და ამიტომაც გაიზიარა. ხომ ხედავთ, ბოლო დღეებია დამატებითი ტალახის გუნდები შეჩერებულია. რომ მძულებოდა, ხომ არ მივწერდი? ტალახების უღირსმა სროლამ ბევრად უკეთ წარმოაჩინა პირადი და პოლიტიკური დევნა და ირაკლის განადგურების სურვილი და ძალიანაც მომგებიანი იყო ეს ირაკლისთვის, რომელსაც ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს. უყვარს როცა სხვა გამოხატავს თავის თავს და ამით ხდება ნათელი ბევრი რამ.

მე, როგორც ბალანსის და ჰარმონიის დედამ, სწორი და დროული სიტყვით, ბატონი ბიძინას იმიჯი გადავარჩინე. სიმართლე თუ გნებავთ, ესაა.

ნუ ღელავთ... იცის ბატონმა ბიძინამ, რომ ანგელოზები მისმენენ და ისიც იცის, რომ მკურნალი ვარ. ჩვენ ჩვენი უხილავი ურთიერთობა გვაქვს", - წერს ფანჯიკიძე.

იხილეთ ასევე: ნათია ფანჯიკიძე ივანიშვილის ცუდ თვისებებზე, რომლითაც ის სააკაშვილს გავს

"ქვებით თავს რომ გამიჭეჭყავენ, ხელის აფარების უფლება მაქვს" - ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე - ბიძინა ივანიშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯი ირაკლის შერყევის მცდელობა იყო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს