"აზრზე მოდით, სანამ დროა!" - თვადაცვის სამინისტროს განცხადებაზე გამოხმაურებები გრძელდება

"აზრზე მოდით, სანამ დროა!" - თვადაცვის სამინისტროს განცხადებაზე გამოხმაურებები გრძელდება

უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის ალექსანდრე გრიგოლაშვილის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე სოციალურ ქსელში გამოხმაურებები გრძელდება.

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი:

"ანუ, უკრაინაში თუ იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, გმირი არ არის???((((((.... და ასე ვასწავლით გმირობას ჩვენს შვილებს? რას ვასწავლით, რომ იმ ქვეყნის მეომარი, რომელიც რუსეთმა დაბომბა 2008 წელს, რადგან უკრაინაში დაიღუპა, გმირი არ არის??? და ასე ვაფასებთ დაღუპულ ქართველ მებრძოლს ????....?!!!!!!!!!... საშინელი რეაქცია მქონდა, როცა დღეს, ძალიან დაგვიანებით გავეცანი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას.... 08.08.08.......(((((( !!!!!!მინისტრს შევთავაზეთ ხვალ ,,იმედის კვირაში,, განმარტოს, რას ემსახურებოდა ეს განცხადება. ვნახოთ დაგვთანხმდება თუ არა".

გივი თარგამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წვერი:

"ყველაფერი გაცხადდა. პირველად საქართველოს მთავრობა ღიად ასრულებს ორი დღის წინ პრესკონფერენციაზე პუწინის მიერ გაცემულ დავალებას. მან თქვა - სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება დევნის, მე არაფერ შუაში ვარ. იგულისხმებოდა, გააკეთეთ ამის დემონსტრირება. და აგერ დემონსტრირებაც, მთავრობის ხელმძღვანელის. დღეს რუსებმა მოკითხეს - ეს რა ხდება, რა ქართველი მეომრები უკრაინაში? ამათ უთხრეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. მაშინ, გააკეთეთ ამის დემონსტრირება. და აგერ დემონსტრირებაც. თავდაცვის სამინისტროსი. პუწინის მონების მთავრობა. მხდალი არამზადა, რომელიც შუშის სახლში აზის მილიარდებს, ისეთივე მარიონეტია პუწინის, როგორც ეს მხდალი არამზადები არიან მისი მარიონეტები. და ამ ყველაფრის შემხედვარეს მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ნუთუ ამ ქვეყნის მოქალაქეს, პატრიოტს, არ მაქვს სრული უფლება, ამ, რუსეთის საქართველოში შემომძღოლებს, კიდევ ერთხელ შევძახო - სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებო!".

ნათია ფანჯიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი:

"პანკისის ოპერაციისას იაპონიის საელჩომ ირაკლის სთხოვა, აღმოეჩინა და გადაეცა მათთვის მათი მოქალაქე, რომელიც გაუჩინარდა და ეძებდა ოჯახი. ჰქონდათ ეჭვი, რომ ჩეჩნების საომარ რაზმთან ერთად იბრძოდა. ასეც აღმოჩნდა. ირაკლიმ იპოვა იაპონელი და სანამ საელჩოს გადასცემდა, ცხადია, ჰკითხა, აქ რა გინდაო. სამურაების შთამომავალი ვარ, ბაბუაჩემი, იმის მამა, მამაჩემი რუსებს ებრძოდნენ, ეს ჩემი ვალი და ტრადიციააო. მოკლედ, ჩააბარეს სამურაი პატრონს, მაგრამ რამდენიმე თვის მერე ირაკლიმ ისევ მიიღო იგივე თხოვნა, - ისევ გაუჩინარდაო... ვეღარ იპოვეს.

ირაკლის ეჭვი აქვს, რომ სამურაი დაიღუპა ჩეჩნების რაზმთან ერთად, რომელთაც რუსების კორიდორის გარღვევა სცადეს.

მეომრის რომ გაიგო, მეომარი უნდა იყო ალბათ.

სამინისტროს განცხადებაზე ადამიანების რეაქციამ იმედით ამავსო, რომ ფარასავით მორჩილად თავდახრილს ვერ შეგვრეკავენ ვერსად. დიდი ძალა გვაქვს ქართველებს. დიდი და მოულოდნელი, თითქოს მთვლემარე, ოღონდ მტერს ჩვენი გამოღვიძება , ვგიჟდები მე ჩემს ამაყ ქვეყანაზე".

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:

"ამათ იმედზეა საქართველოს დამოუკიდებლობა???? ამ თავდაცვის სამინისტროს ახალშობილ ხელმძღვანელობას ენაზე ვინ ექაჩებოდა: რისკენ მოუწოდებს ყოფილი მთავარსარდალი ქართველ ოფიცრებს ეს სხვა საქმეა, მაგრამ როცა ქართველი ჯარისკაცი შენი მოძმე და შენს მდგომარეობაში მყოფი ერის მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში იღუპება, თუ ამით იამაყო არ შეგიძლია, შეურაცხყოფას მაინც ნუ მიაყენებ. ესენი იმდენს იზამენ, დასავლეთის რისხვას გაიჩალიჩებენ...".

ლევან რამიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი:

"სინამდვილეში არაფერი უზნეო და ანტიქართული ამ განცხადებაში არაა. პირიქით, თავდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ რუსეთთან ომი უკრაინაში წაუსვლელადაა საჭირო. ფრონტის ხაზი აქვე სოლოლაკში გადის.

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,

ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში

ბოროტთ საკლავად, - მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,

რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:

აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა

და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: "ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!"

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს -

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!".

ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი:

"ნებისმიერი ადამიანი გადაწყვეტილებას თვითონ იღებს... ქართველებმა, რომლებიც უკრაინაში საქართველოს მტერს, რუსეთს ებრძვიან თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება! თავდაცვის სამინისტრო კი გონს მოეგოს! ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა და გამოყენება მარაზმია!!! ცნობისთვის უკრაინელები საქართველოს მხარეს იბრძოდნენ აფხაზეთშიც და ცხინვალშიც!!!! აზრზე მოდით სანამ დროა! ჯარისკაცები პოლიტიკოსები არ არიან და ნურცერთი მხარე ამ ბიჭებს ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ნუ გარევთ!".

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან", - აღნიშნული იყო თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "თავდაცვის მინისტრი კი არა მთხლეი ხარ!" - პროტესტი თვადაცვის სამინისტროს განცხადებაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს