"ეს ჯანელიძე ანტიქართული ქმედებებით აპირებს სახელის მოხვეჭას" - ბაჩო ახალაიას მეუღლე თავდაცვის მინისტრს ცოდვებს უხსენებს

"ეს ჯანელიძე ანტიქართული ქმედებებით აპირებს სახელის მოხვეჭას" - ბაჩო ახალაიას მეუღლე თავდაცვის მინისტრს ცოდვებს უხსენებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი მოქმედ მინისტრს მინდია ჯანელიძეს სოციალურ ქსელში ახასიათებს.

"წინა თავდაცვის მინისტრი ჯარს და ხალხს უნიტაზებით და ტუალეტებით დაამახსოვრდა. ეს ჯანელიძე კი ანტიქართული განცხადებებით და ქმედებებით აპირებს სახელის მოხვეჭას, ჯერ სულ ახლად დანიშნულია და უკვე რამდენიმე სკანდალში გაეხვა: ჯერ იყო და გიორგი ანწუხელიძის ოჯახს დაფინანსება შეუწყვიტა, მერე აღმოჩნდა, რომ მინისტრობამდე კონტრდაზვერვაში მუშაობის პერიოდში ჯარისკაცებს იბარებდა და ემუქრებოდა უკრაინაში არ წასულიყვნენ და არ ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, გუშინდელი განცხადება კი კულმინაცია იყო პუტინისტური მონური საქციელისა, თვითლუსტრაცია იყო ნამდვილად, თან ისეთი მძიმე, რომ მისი თანაგუნდელებიც კი გაემიჯნენ. ... და არ დაგავიწყდეთ ეს კაცი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელია :(((", - წერს ნადარეიშვილი.

იხილეთ ასევე: მინისტრს პოსტი არ დაუტოვებია - თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ჯანელიძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს