ნიკა მელიამ ეკა ბესელიას ჩექმებს "ბესელკები" უწოდა - რა ღირს პოლიტიკოსის ჩექმები, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია

ნიკა მელიამ ეკა ბესელიას ჩექმებს "ბესელკები" უწოდა - რა ღირს პოლიტიკოსის ჩექმები, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას თეთრი ჩექმები სოციალურ ქსელებში აქტუალობას არ კარგავს. ამჯერად მას პოსტს უძღვნის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია. მელიამ ბესელიას ჩექმებს ორიგინალური სახელიც კი მოუფიქრა.

"იყო 'ჯექსონები, 'ესპადრელები' 'სალამანდრები' და ა.შ.

ამიერიდან გვაქვს 'ბესელკები'", - წერს ნიკა მელია.

პოლიტიკოსის იუმორს ხალისით აჰყვნენ მისი მეგობრები, რამდენიმე მათგანმა საკუთარი კრეატიულობა ფოტოშარჟითაც გამოხატა. ზოგმა კი არ დაიზარა და ინტერნეტშოპინგის საიტებზე ანალოგიური ჩექმების ფასებიც გაარკვია.

შეგახსენებთ, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ. დავით უსუფაშვილმა და დეპუტატებმა მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს. დეპუტატებს შორის იმყოფებოდა ეკა ბესელიაც, რომლის ჩაცმულობას ინტერნეტმომხმარებლების კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. განსაკუთრებული კრიტიკა მისმა ჩექმამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიას ჩაცმულობა განსჯის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ფოტოები პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ხოლო რეაქციების შემდეგ ერთ-ერთი ფოტო გვერდის ადმინისტრაციამ წაშალა.

იხილეთ ასევე: ეკა ბესელიამ საზოგადოება ინგლისურის შემდეგ ჩაცმულობით "დაშოკა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს