"არ დაბრუნდე რა აქ, გეხვეწები" - ეკა კვალიაშვილის თხოვნა პარიზში მცხოვრებ ჯაბა ქარსელაძეს და ჯაბას სამზადისი საერთაშორისო მუსიკალური ჩემპიონატისთვის

"არ დაბრუნდე რა აქ, გეხვეწები" - ეკა კვალიაშვილის თხოვნა პარიზში მცხოვრებ ჯაბა ქარსელაძეს და ჯაბას სამზადისი საერთაშორისო მუსიკალური ჩემპიონატისთვის

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ეკა ხოფერიას გადაცემაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ მომღერალს ჯაბა ქარსელაძეს მიეძღვნა და უმცროს კოლეგას სთხოვს, საქართველოში არ დაბრუნდეს.

"ბრავო, ჯაბააა! მიყვარხარ და დიდი წარმატებები, არ დაბრუნდე რა აქ, გეხვეწები....", - წერს კვალიაშვილი.

ჯაბა ქარსელაძე უკვე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს. იგი პარიზის პრესტიჟულ ბიზნესსკოლაში დოქტორანტურაში სწავლობს. ბოლო წლების განმავლობაში ჯაბას ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა როგორც მისი იმიჯი და გარეგნობა, ასევე ინტერესების სფერო. ჯაბა დიდ ყურადღებას უთმობს ჯანსაღ კვებას და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამჟამად სიმღერის საერთაშორისო კონკურსში (Muwofo Music World Cup 2016) მონაწილეობს და დიდი იმედი აქვს, რომ ნახევარ ფინალში მოხვდება.

"ალბათ გაგიგიათ რომ არსებობს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, ჩოგბურთში, მძლეოსნობაში მაგრამ იცოდით, რომ არსებობდა მსოფლიო ჩემპიონატი სიმღერაში?!

ხოდა, თუ არ იცოდით, გეტყვით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ 2016 წელს ამერიკაში კერძოდ ტეხასის შტატში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი სიმღერაში, სადაც მე წარვადგენ საქართველოს, რა თქმა უნდა, თუ მოვხვდები ნახევარ ფინალში. ასე რომ, იმედია ისევე როგორც ლონდონის კონკურსზე მოვხვდი ფინალში, აქაც ბედი გამიღიმებს და წარვდგები 100.000 კაცის წინაშე!", - წერდა ჯაბა ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

როგორც ეკა ხოფერიას გადაცემაში მომღერალმა აღნიშნა, საქართველოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს. მას სურს სამშობლოში, როდესაც აქ შესაბამისი ბიზნესგარემო იქნება, "უცხოელი კადრის" სახით დაბრუნდეს.

იხილეთ ასევე: ვინ აფინანსებს ჯაბა ქარსელაძის ძვირადღირებულ ცხოვრებას საფრანგეთში და აპირებს თუ არა მომღერალი პოლიტიკაში მოსვლას

ათლეტური აღნაგობა - ჯაბა ქარსელაძის ახალი, ევროპული იმიჯი

''ლაპარაკობდნენ, ჯაბას მეტროში სექსი ჰყვარებიაო...''

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს