"იუბილარის გაფითრებული სახე რომ ვნახე, დამავიწყდა, რომ უპანდუსო შენობა იყო პრობლემა" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"იუბილარის გაფითრებული სახე რომ ვნახე, დამავიწყდა, რომ უპანდუსო შენობა იყო პრობლემა" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ სპორტის სასახლეში მომხადრ ინციდენტს ეხმაურება, როდესაც ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბოდიში მოუხადა. ტელეწამყვანი პაატა ბურჭულაძეს ესარჩლება.

"იუბილარი პაატა ბურჭულაძესთვის საქმე, რომ არ ერჩია ჩემს ახალ კოლეგას კარგი იქნებოდა. იუბილარის გაფითრებული სახე რომ ვნახე, დამავიწყდა, რომ უპანდუსო შენობა იყო პრობლემა. რაც შეეხება კონცერტის ორგანიზატორებს, ამ დღის შემდეგ ეცოდინებათ, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს. ბევრი ფული არ ნიშნავს ყველაფრის ცოდნას.

ყველაზე ნაკლებად პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნოდა ნერვიულობა ამ დღეს.! <3", - წერს ჟორჟოლიანი.

კომპანია "არტ პალასის" მიერ ორგანიზებული, პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი სპორტის სასახლეში ანშლაგით ჩატარდა.

თუმცა ბევრმა მაყურებელმა, რომელთაც ბილეთებში 100-120 ლარი ჰქონდათ გადახდილი, ხალხის სიმრავლის გამო, საკუთარი ადგილები ვერ დაიკავეს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რამდენიმე პირმა სპორტის სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა, ვინაიდან მათთვის განკუთვნილ ადგილებამდე მისასვლელად პანდუსები არ იყო დამონტაჟებული.

მომხადრის გამო, იუბილარმა პაატა ბურჭულაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბოდიში პირადად მოუხადა.

იხილეთ ასევე: რა მოხდა პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე, რის გამოც ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს