თბილისის თავზე საბრძოლო მფრინავი საშუალება გამოჩნდა?

 თბილისის თავზე საბრძოლო მფრინავი საშუალება გამოჩნდა?

განახლებული| რა დანიშნულება აქვს და ვის ეკუთვნის სამხედრო თვითმფრინავი, რომლის თბილისის თავზე გამოჩენამ საზოგადოება ააღელვა

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მომხმარებელი გიორგი წიკლაური აქვეყნებს ფოტოებს, რომელიც, მისი თქმით, თბილისის თავზეა გადაღებული და ვარაუდობს, რომ მასზე საომარ-სატრანსპორტო საშუალებაა ასახული. დაზუსტებისთვის ის დახმარებას "ფეისბუქ-მეგობრებს" სთხოვს.

"აი ამ თვითმფრინავმა გაიფრინა ერთი საათის წინ თბილისის თავზე. აშკარაა, რომ დაჯდომას აპირებს. საკითხავია, სად ჯდება? ლოჭინში თუ ვაზიანში? შესაძლებელია სილუეტით გარკვევა, რა ტიპის თვითმფრინავია? იდეაში სამოქალაქო უნდა იყოს, მაგრამ გაცილებით დიდი მოცულობისაა სამგზავრო ლაინერთან შედარებით, რომლებიც ძირითადად მოფრინავენ ხოლმე.

ზომის გამო პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ საომარ-სატრანსპორტო საშუალება მოფრინავდა. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ამერიკელები ჩვენთან ფრინდებიან ტრანზიტით ან რაიმე სხვა საქმისთვის. მაგრამ სამხრეთიდან რატომ მოფრინავდა მაშინ? თუ ამერიკული თვითმფრინავი არაა, აბა რომელ ქვეყანას ეკუთვნის?", - წერს ფეისბუქზე მომხმარებელი გიორგი წიკლაური და ურთავს ფოტოებს, რომელთა ნახვაც ფოტოგალერეაში შეგიძლიათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო: Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს