რა დანიშნულება აქვს და ვის ეკუთვნის სამხედრო თვითმფრინავი, რომლის თბილისის თავზე გამოჩენამ საზოგადოება ააღელვა

რა დანიშნულება აქვს და ვის ეკუთვნის სამხედრო თვითმფრინავი, რომლის თბილისის თავზე გამოჩენამ საზოგადოება ააღელვა

თბილისის თავზე გადაფრენილი თვითმფრინავი, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო C-17 Globemaster III-ია. კომპანია "ბოინგის" ქმნილება თავის კლასში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თვითმფრინავია.

თბილისის ცაში მისი ხილვა საკმაოდ ხშირად შეიძლება. ავღანეთში რეისების შესრულებისას, ამერიკელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სატრანზიტო წერტილის სახით - საწვავის მარაგის შევსებისთვის იყენებენ. ერთი პერიოდი ერაყსა და ავღანეთში მოქმედი ქართული სამხედრო კონტიგენტი დანიშნულების ადგილას სწორედ C-17-ებით ჩაყავდათ.

თვითმფრინავის სიგრძე 53 მ-ია, ფრთის გაქანი 51,7 მ. თვითმფრინავის დანიშნულება ტვირთების გადატანაა და ამ ფუნქციას ის თავს შესანიშნავად არმევს. C-17-ს 77 519 კილოგრამი გადააქვს. ამერიკული სამხედრო ავიაციის გარდა, "გლობმასტერების" მფლობელები ავსტრალია, კანადა, ინდოეთი, ქუვეითი, ყატარი, დიდი ბრიტანეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები არიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE-ს სამხედრო კორესპონდენტი

მეტი ინფორმაცია| თბილისის თავზე საბრძოლო მფრინავი საშუალება გამოჩნდა?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია