"ეს არის ზღვარგადასული ტრ**ის მიცემა ევროპის მხრიდან და ისინი რუსულ ჩექმას და ტანკს იმსახურებენ" - ცნობილები "ევროვიზიის" შედეგებს ეხმაურებიან

"ეს არის ზღვარგადასული ტრ**ის მიცემა ევროპის მხრიდან და ისინი რუსულ ჩექმას და ტანკს იმსახურებენ" - ცნობილები "ევროვიზიის" შედეგებს ეხმაურებიან

"ევროვიზია 2015" დასრულდა. ნინა სუბლატი მე-11 ადგილზე გავიდა. კონკურსი შვედმა კონკურსანტმა მოიგო. სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები კონკურსის შედეგებს ეხმაურებიან.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

ნინამ წარგვადგინა ღირსეულად! და უფრო მთავარი, დღეს ერთმანეთი არ გვძულდა. ძლივს რაღაცის ირგვლივ გავერთიანდით! მადლობა ნინა!

პირდაპირ ეთერშიო ბოლო ქვეყანაო და ჩვენ გამოგვაცხადეს. საკონტროლო გასროლა იყო ეს წარდგენა.

მთავარია რუსეთმა ვერ გაიმარჯვა მაინც!

გოგა ხაჩიძე:

ნინა, გული არ გაიტეხო, შენ ჩვენთვის საუკეთესო იყავი...

ბევრი წარმატებები მომავალში.

გივი თარგამაძე:

მიუხედავად ადგილისა, მინდა გამოვხატო ჩემი სიმფატია ნინა სუბლატის მიმართ. აქამდე არავის გამოუყენებია ევროვიზიის სივრცე ქართული სიტყვის სათქმელად. Respeqt.

გიორგი ხაბურძანია:

ეს დედაარღნიანი, XXI საუკუნის მეორე ათწლეულში უკრაინას იპყრობ და ევროვიზიაში მაინც ხმას გაძლევენ! შე**ცი ოკუპანტებს! ევროვიზია კი არა ევრაზიის კავშირია ეს საბანძეთი!!!

მაია სტეფნაძე:

19-ე საუკუნეში როგორც ერქვა "ევროპის ჟანდარმი", 21-შიც ზუსტად ისე უყურებენ ევროპელები რუსეთს. მართლა სამარცხვინოა

გიორგი მოსიძე (გიორგი ხაბურძანიას პოსტზე):

შენ უნდა ნახო აქ რა ხდება... რუსეთის და პუტინის კულტია... პორტრეტებია რესტორანში... რად უნდოდათ ამათ შენგენთან უვიზო რეჟიმი... კიშინევში ვარ!

ზაზა შენგელია:

ამიტომ მეზიზღება ევროვიზიის ბანძი კონკურსი...

ნინას გამოსვლის შედეგი ''ევროვიზიაზე'' ზოგადად ნორმალურია არსებულ ვითარებაში (იხილეთ ჩემი ძველი პოსტები ფეისბუქზე), მაგრამ მე ვფიქრობ ასე: საქართველომ (და შესაძლოა სხვა ქვეყნებმაც მხარი აუბან, მით უმეტეს, რომ ეს აზრი უკვე სერიოზულად მუსირებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ქვეყნებში) უნდა დატოვოს ''ევროვიზიის'' ბანძი კონკურსი, ხმის მიცემის ინვალიდი სისტემის შეცვლამდე, სანამ ეს სისტემა არ შეიცვლება ჟიურის კლასიკური სისტემით, როგორც ეს იყო ადრე. ბევრი ქვეყანა, მათ შორის ავსტრია, იტალია რამდენიმე წელი არ მონაწილეობდნენ ამ კონკურსში ამის გამო... რაც შეეხება რუსეთს: ჰმმმ, როცა უკრაინა, ზოგადად როგორც ქვეყანა არ გამოდის ''ევროვიზიის'' კონკურსზე რუსეთთან ომის გამო, დ ამ დროს მთელი ევროპა და კიდევ ავსტრალია ზემოდან ქულებს აძლევს რუსეთს, ეს არის ზღვარგადასული ტრ**ის მიცემა ევროპის ქვეყნების მხრიდან და ისინი რუსულ ჩექმას და ტანკს იმსახურებენ საკუთარ სამშობლოებში, რომ გამოსცადონ და იწვნიონ ის, რაც ჩვენ და უკრაინამ გამოვცადეთ.... P.S. შვედეთს ვულოცავ გამარჯვებას, მართლა კარგი სიმღერა და პერფორმანსი იყო... Nina Sublatti-ს კი რაც შეეხება, ეს იყო ერთერთი საუკეთესო, ღირსეული და შთამბეჭდავი გამოსვლა საქართველოს, როგორც ქვეყნის სახელით ზოგადად. ბრავო!

ხათუნა ხოფერია:

ისე, ჩვენში დარჩეს და, ყველაზე პოლიტიზირებული და სამარცხვინო შეფასებები საქართველოსი იყო.....)))))))) და რუსები რა ჯიგრები გამოჩნდნენ, თავის კონკურენტებს მიცეს უმაღლესი ქულები.... იტალიას და შვედეთს...

ეკა ხერხეულიძე:

კოხორასი არ იყოს, "მე ვარ დებილი" ამ ყველაფერს ნებაყოფლობით რომ ვუყურე

ლევან სუთიძე:

დემონის ფორმით რატომ იყო, შავი რომ ეცვა? არამგონია დეკანოზი ანდრია ვარდისფერს ანიჭებდეს უპირატესობას

ლევან ჯავახიშვილი:

ნინა სუბლატი - მაინც მაგარი გოგო ხარ!!!

მალხაზ ჭკადუა:

ამ გოგომ ნიჭით, სიმღერით, წარმოდგენით, განცხდებებით, დამოკიდებულებებით ძალიან დიდი საქმე გააკეთა ქვეყნისთვის.

პრაქტიკულად ყველა ჩვენგანის სათქმელი ჩაიტანა შუაგულ ევროპაში, როცა თქვა, რომ ქართველებმა ძალიან ბევრი რამე გააკეთეს იმისთვის, რომ გახდნენ ევროპის ნაწილი;

მისი სიმღერის ტექსტის ფემინისტური ასპექტები კი, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ შოუს ნაწილი არ ყოფილა და ის ამ შეგნებით ცხოვრობს.

კიდევ ერთხელ - Nina Sublatti, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის! ასე ღირსებულად ასეთ მასშტაბურ და რაც მთავარია, მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე საქართველოს წარმომადგენელი არასდროს წარმოჩენილა.

შენ ხარ ჩემთვის საუკეთესო იმ 40 მონაწილეს შორის!

წარმატებები, ბრძოლა არასდროს სრულდება!

წინ ახალი გამარჯვებები გელის!

იხილეთ ასევე: გამარჯვებულია შვედეთი - "ევროვიზია 2015" დასრულდა

ნინა სუბლატის პირველი კომენტარი "ევროვიზიის" დასრულების შემდეგ

"ეს გოგო არის ნამდვილი ღ-რუსი" - ნანუკა ჟორჟოლიანი თინა კანდელაკის მიერ ევროვიზიაზე რუსი კონკურსანტის მხარდაჭერამ აღაშფოთა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს