სანამ პირში სული მიდგას, თუ დასჭირდა, გულ-ღვიძლს ამოვიღებ და გადავუნერგავ - ნათია ფანჯიკიძე

სანამ პირში სული მიდგას, თუ დასჭირდა, გულ-ღვიძლს ამოვიღებ და გადავუნერგავ - ნათია ფანჯიკიძე

ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქზე" ე.წ. "კაბელების საქმეზე" გამოტანილი განაჩენით აღფრთოვანებას ვერ მალავს:

"უბედნიერესი ვარ და დაიმახსოვრეთ მოსამართლის სახელი და გვარი დავით ჯუღელი! ინატრეთ ამ კაცთან მოხვდეს თქვენი გასაჭირი! ეს არის უკომპრომისო, ძლიერი სულის პროფესიონალი. სანამ პირში სული მიდგას, თუ დასჭირდა, გულ-ღვიძლს ამოვიღებ და გადავუნერგავ, იმისთვის, რომ ერთით მეტი ძალიან მაგარი კაცი დიდხანს ჰყავდეს ამ ქვეყანას. მაგრამ ასეთ კაცს ღმერთი არასოდეს გაუჭირვებს!

ირაკლის გუნდის თავდებობით გაათავისუფლეს, მაგრამ აუცილებლად, ქვევითაც აღვნიშნე და აქაც უნდა ღვნიშნო ყველა იმ პარლამენტარის და საზოგადოების წევრის მიმართ მადლიერება, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და ამ ხალხს თავდებში ედგა და გამოვხატო აღტაცება მხედრული სოლიდარობის მიმართ - სამი თავდაცვის მინისტრი, გია ყარყარაშვილი, დავით თევზაძე, თინა ხიდაშელი ედგნენ თავდებში. ყველაფერი დაღუპული არ არის ამ ქვეყანაში, ამიტომ რაც ცოცხალი გადარჩა, იმის კულტივირება და დიდი ძალით გახარება იოლი საქმეა"- წერს ნათია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე, დეპუტატების - ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურა კი, აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები - ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.

იხილეთ ასევე|"დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა" - ირაკლი ალასანია ე.წ. "კაბელების საქმის" განაჩენზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს