"დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა" - ირაკლი ალასანია ე.წ. "კაბელების საქმის" განაჩენზე

"დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა" - ირაკლი ალასანია ე.წ. "კაბელების საქმის" განაჩენზე

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ე.წ. "კაბელების საქმეზე" სასამართლოს გამოტანილ განაჩენს ეხება:

"სასამარლომ ე.წ. კაბელების საქმის ხუთივე უკანონო პატიმარი გაათავისუფლა.

პროკურატურა ითხოვდა გირაოს 10 000 ლარს, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა. სიმართლისთვის ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ საზოგადოება ერთიანია, სიმართლე იმარჯვებს", - წერს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე, დეპუტატების, ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურა კი, აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

ბრალდების მხარემ შესაბამისი შუამდგომლობის დაყენება იმით ახსნა, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, მაშინ როდესაც საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები; ასევე, დასრულებულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, შესაბამისად, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები შემცირებულია.

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები - ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ტაშით შეხვდნენ.

იხილეთ ასევე|სანამ პირში სული მიდგას, თუ დასჭირდა, გულ-ღვიძლს ამოვიღებ და გადავუნერგავ - ნათია ფანჯიკიძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."