რა მოხდა კუს ტბაზე? - სკანდალური ბრალდება პატრულის მიმართ და შსს-ს პასუხი

რა მოხდა კუს ტბაზე? - სკანდალური ბრალდება პატრულის მიმართ და შსს-ს პასუხი

თემის განახლება| კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა და გენინსპექციის დასკვნა: უწყების თქმით, ლიკა კიკიანისთვის პოლიციელებს არც შეურაცხყოფა მიუყენებიათ და არც სასტიკად უცემიათ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ერთერთი კლუბის თანამშრომელი ახალგზარდა გოგონა პატრულს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. ამასთან, კიკიანის თქმით, მისი კუთვნილი IPHONE 5 დაუმტვრიეს. გოგონას თქმით, პოლიციელებმა სცემეს ის ადამიანებიც, ვინც მას გამოექომაგნენ. პოლიციიდან ხელწერილით მას შემდეგ გამოუშვეს, როცა პოლიციაში მისი კლუბის ხელმძღვანელი მივიდა.

მისი თქმით, პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ. იგი პოლიციელების მანქანის ნომერსაც ასახელებს: AA 235 CC.

გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა შინაგანა საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი.

როგორც გიორგობიანმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, კლუბ "ვიტამინის" თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, მოკვლევის პროცესში მოხდება მხარეთა და ფაქტის შემსწრე პირების გამოკითხვა.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს