კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა და გენინსპექციის დასკვნა

კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა და გენინსპექციის დასკვნა

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის შესწავლა დაასრულა.

"მაღალი საჯარო ინტერესის გამო, რომელიც თბილისში, კუს ტბაზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეოს გავრცელებიდან უმოკლეს დროში მოკვლევა ჩაატარა და გადაამოწმა ყველა გარემოება, რომელზეც მოქალაქე ლიკა კიკიანი აღნიშნულ ჩანაწერში საუბრობს, ამოიღო ვიდეოჩანაწერები და გამოკითხა ფაქტთან დაკავშირებული ყველა პირი, თუმცა თავად ლიკა კიკიანმა ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში არ გამოცხადდა", - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ.

"ლიკა კიკიანი რამდენიმე ეპიზოდში ამბობს, რომ 20-მდე პოლიციელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე ასახელებს გარეშე პირს - გრიგოლ ბ-ს, რომელიც ეპიზოდში მისი დახმარების მიზნით ჩაერთო და რომელიც პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. ჩვენ მიერ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლიკა კიკიანი და გრიგოლ ბ. ვაკის პოლიციის 1-ელ განყოფილებაში თავისუფლად შედიან და თავისუფლად ტოვებენ შენობას. გრიგოლ ბ. ასევე თავაზიანად ემშვიდობება პოლიციელებს. მისი ინფორმაციით, გოგონას ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის ასევე უარყოფს მის მიმართ რაიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელების მხრიდან.

ლიკა კიკიანის მიერ დასახელებული დამლაგებელი - ბატონი როსტომ ო. აცხადებს, რომ ადგილზე მივიდა ლიკა კიკიანის დაძახებისთანავე, სადაც იგი შეესწრო გოგონას დაკავების ფაქტს. მისივე თქმით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მან მხოლოდ კლუბის დირექტორს გადასცა ინფორმაცია ლიკა კიკიანის დაკავების შესახებ.

ჩანაწერში ლიკა კიკიანი ამბობს, რომ კუს ტბაზე დაშვებისას ოც პოლიციელს მოჰყავდა და ისინი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მაშინ, როდესაც ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იგი მხოლოდ ორ პოლიციელს მოჰყავს და ყელში წვდომის ეპიზოდიც ამ ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება.

მეტი ინფორმაციისთვის| რა მოხდა კუს ტბაზე? - სკანდალური ბრალდება პატრულის მიმართ და შსს-ს პასუხი

ლიკა კიკიანი აცხადებს, რომ სასტიკად იყო ნაცემი და შედეგად მიიღო მრავლობითი დაზიანებები, რაზეც დგინდება, რომ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები ვერ დააფიქსირეს, თუმცა შესთავაზეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაც, რაზეც ლიკა კიკიანმა უარი განაცხადა. აღნიშნული დაფიქსირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოქმში. ასევე გამოკითხული ქალი პოლიციელი, რომელმაც დაკავებული გოგონა პოლიციის განყოფილებაში შეამოწმა, მიუთითებს, რომ მას სხეულზე არანირი სისხლნაჟღენთი ან ტრავმა არ აღენიშნებოდა. დამატებით გვსურს პასუხი გავცეთ ვიდეოჩანაწერში გამოთქმულ ვარაუდს, თითქოს გოგონა პოლიციამ ორ დღეში დაიბარა იმ განზრახვით, რომ დაზიანებები გაუქრებოდა. აღნიშნულს კიდევ ერთხელ გამორიცხავს ის, რომ გოგონამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს კლინიკაში დამატებითი შემოწმების ჩატარებაზე უარი განუცხადა.

ლიკა კიკიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მას მაისური „შემოახადეს“. ვიდეოჩანაწერებში, როგორც კუს ტბაზე დაკავებისას, ასევე პოლიციის განყოფილებაში, ჩანს, რომ მას მაისურიაცვია და ის დაუზიანებელია.

როგორც ალკოტესტი, ასევე ახსნა-განმარტებები ადასტურებს, რომ ლიკა კიკიანი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. კლუბის ხელმძძღვანელის გადმოცემით, როდესაც მან პირველად ნახა ლიკა კიკიანი პოლიციის განყოფილებაში, არავითარი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და იგი იყო მშვიდად. ასევე გამოიკითხა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა პირი, რომლებიც ლიკა კიკიანის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს სრულ მზადყოფნას აღნიშნული მასალები საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნოს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ| გოგონას ნათქვამს, რომ ის პოლიციელებმა სცემეს, "ნაციონალების" დროს სამართალდამცავებთან დაპირისპირებული ადამიანები აფასებენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია