"ამ ზაფხულს იბიარდიზე მინდა დასვენება, ნატო უნდა გავაოცო ჩემი პანორამით" - სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლა "ფეისბუქზე" ხუმრობის საბაბი გახდა

"ამ ზაფხულს იბიარდიზე მინდა დასვენება, ნატო უნდა გავაოცო ჩემი პანორამით" - სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლა "ფეისბუქზე" ხუმრობის საბაბი გახდა

დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაკეთებული განცხადება "ფეისბუქზე" დაცინვის საბაბი გახდა. შეგახსენებთ, რომ ჯაჭვლიანის თქმით, იგი "იბიარდზე" ვერასოდეს იქნებოდა, რადგან მეუღლის ერთგულია.

ბუკა პეტრიაშვილი - ნოდარ ხადურს, გიორგი კვირიკაშვილს და ნოდარ ჯავახიშვილს ვეკითხები: თქვენც იტყვით, რო არ ყოფილხართ იბიარდზე? დათო უსუფაშვილმა საერთოდ პარლამენტის შენობა დაუთმო იბიარდს! ქვეყანაა თუ იბიარდი იბიარდომაწ

ჩიორა თაქთაქიშვილი - სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლას მოუსმინეთ ბოლომდე, ახლახანს გამოვიდა.  სიურეალიზმის ახალი მწვერვალი დაიპყრო.

ირაკლი ტაბლიაშვილი - წამო, წამო იბიარდზე, იბიარდზე ჯაჭვლიანი

დათო ლიკლიკაძე - იბიარდთან, (თუ ის არის იბიარდი რაც მე მგონია) მე სიამოვნებით დავწვებოდი

სოსო ჯაჭვლიანი მეუღლესთან ერთად

დათო გორგილაძე - პარლამენტში, სოსო ჯაჭვლიანის ადგილზე რომ ყავის აპარატი იდგეს, ქვეყანა ბევრად წინ იქნება.

ზვიად ხორგუაშვილი - EBRD-ზე ყველა კაცი დადის, მაგრამ ისე უნდა გააკეთოს, რომ ცოლმა არ გაიგოს.

გიორგი ჩინჩალაძე - ამ ზაფხულს იბიარდიზე მინდა დასვენება, ნატო უნდა გავაოცო ჩემი პანორამით

ირა ჭელიძე - ეს უნდა დავაძინოთ. ჰუმანური მოსაზრებებიდან.

კობა სუბელიანი - ერთი თვის წინ შემითანხმა - ამის თქმას ვაპირებ, შენ არ გეწყინოსო. რა უნდა მეწყინოს, მიდი შეუბერე-მეთქი და მართლა შეუბერა

ზაზა ბიბილაშვილი - ეს რომ ჰყავს შემოხაზული და დღეს რომ პოლიტიკა აღარ აინტერესებს, აი ის ხალხი

ირაკლი გაფრინდაშვილი - აუ NATO-ზე რას ფიქრობს წარმომიდგენია

გოგა ხაჩიძე - ”ბაღში ვარდები, შემიყვარდები,

აღარ მექნება - იბიარდები”

(ხალხური)

მე "იბიარდზე" ვერასოდეს ვერ ვიქნები, ერთგული მეუღლე ვარ - სოსო ჯაჭვლიანი

დაჩი გრძელიშვილი - მე არავის იბიარდში არ ვერევი რაა, ძმაო... ყველას თავის იბიარდში გაუმარჯოს!

კობა სუბელიანი - მისის იბიარდი და მისტერ თალიბანი დაწყვილდნენ და გაუდგნენ გზასა

იბიარდიზე ნამყოფი ქალი ოჯახში არაა შესაშვები

ნიკა ქავთარაძე - "ქართუ" რომ ბანკი ჰგონია და EBRD რაღაცა - აი, ეგაა სოსო ჯაჭვლიანი

ირმა ნადირაშვილი - თალიბანის მერე თუ რამე გამიკვირდებოდა აღარ მეგონა და აჰა

რამაზ გიგაური - დაიკითხოს მამიდა როენა და მისი ნისიების სქელტანიანი რვეული კარგად გადამოწმდეს, არის თუ არა იქ ჯაჭვლიანის გვარი!

ნიკა მელია - ასეთი სიტყვა ალბათ მსოფლიო პარლამენტარიზმს არ ახსოვს. ამ კაცმა არჩევნებზე 60 000 ხმა აიღო და დღეს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატია

"ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე

(იხილეთ გამოსვლის ვიდეო)

რა არის "იბიარდი", სადაც სოსო ჯაჭვლიანი ვერასოდეს იქნება, რადგან ერთგული მეუღლეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს