რა არის "იბიარდი", სადაც სოსო ჯაჭვლიანი ვერასოდეს იქნება, რადგან ერთგული მეუღლეა

რა არის "იბიარდი", სადაც სოსო ჯაჭვლიანი ვერასოდეს იქნება, რადგან ერთგული მეუღლეა

EBRD - იგივე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც 1991 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დაცემის საპასუხოდ დაარსდა, რათა ხელი შეეწყო ამ სახელმწიფოებში კერძო სექტორის განვითარებისათვის დემოკრატიულ გარემოში.

ამჟამად ბანკი ეხმარება 27 ქვეყანას აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ჩათვლით. ძირითადი მიზანია დაეხმაროს ქვეყნებს, თანმიმდევრულად გადავიდნენ საბაზრო ეკონომიკაზე. თავისი ფულის ინვესტირების გარდა, ბანკი ახდენს დიდი რაოდენობით უცხოური ინვესტიციის მობილიზაციასაც ქვეყნებისთვის. ბანკის დახმარება გაიცემა სესხების სახით უმეტესად ფინანსებში, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე.

"ამ ზაფხულს იბიარდიზე მინდა დასვენება, ნატო უნდა გავაოცო ჩემი პანორამით" - სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლა "ფეისბუქზე" ხუმრობის საბაბი გახდა

კერძო სექტორის გარდა, ბანკი მუშაობს აგრეთვე სახელმწიფო სექტორშიც და ხელს უწყობს პრივატიზაციის პროცესს, სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი კომპანიებისა და მუნიციპალური სამსახურების რესტრუქტურიზაციას. ბანკის ინვესტიციებს თან ახლავს ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომელთა მიზანია ხელი შეუწყონ ქვეყანას გარდამავალ პერიოდში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის დონეებზე. ბანკის კაპიტალი შეადგენს 20 მილიარდ ევროს.

მე "იბიარდზე" ვერასოდეს ვერ ვიქნები, ერთგული მეუღლე ვარ - სოსო ჯაჭვლიანი

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ "იბიარდზე" ვერასოდეს ვერ იქნება, რადგან ერთგული მეუღლეა:

"ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტონ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე.

სოსო ჯაჭვლიანი მეუღლესთან ერთად

"სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება" - ლევან რატიანი

მკურნალობის რა პაკეტს შესთავაზებენ კოვიდინფიცირებულ ბინაზე მყოფ პაციენტებს? - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ინფექციურ საავადმყოფში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძე მათთან არ მკურნალობს