"სადაც აღარ ჟონავს ინფორმაცია, იქ ხელისუფლებას ეხსნება ხელ-ფეხი, მეტი და მეტი თავნებობა ჩაიდინოს" - ნათია ფანჯიკიძე იმედზე გადაცემების დახურვას ეხმიანება

"სადაც აღარ ჟონავს ინფორმაცია, იქ ხელისუფლებას ეხსნება ხელ-ფეხი, მეტი და მეტი თავნებობა ჩაიდინოს" - ნათია ფანჯიკიძე იმედზე გადაცემების დახურვას ეხმიანება

ფსიქოლოგი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემების დახურვას გამოეხმაურა:

"როდესაც რეიტინგული პოლიტიკური ჟურნალისტების გაუვნებელყოფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, ისედაც ცხადი, აუცილებლად კიდევ უნდა დავაზუსტო, - არანაირი კერძო ინტერესი არ მაქვს.

პარტია, რომელსაც ვგულშემატკივრობ, არ არის მდიდარი, არც ტელევიზია აქვს და არც "საკუთარი ჟურნალისტები" ყავს. უბრალოდ ყველა სივრცის დახურვა, საიდანაც შეიძლება ჭუჭრუტანიდან ოდნავ ჰაერი მაინც შემოიპაროს, არის ჩვეულებრივი დიქტატურა. საზოგადოებას ეს უნდა ესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომელი ჟურნალისტის მიმართ აქვს სიმპატია და რომლის მიმართ არა.

სადაც აღარ ჟონავს ინფორმაცია, აღარ არსებობს მოვლენის შეჯამების, შედარების და ფაქტის ანალიზის შანსი, იქ ხელისუფლებას ბოლომდე ეხსნება ხელ-ფეხი, მეტი და მეტი თავნებობა ჩაიდინოს" - წერს ნათია ფანჯიკიძე.

შეგანხსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს.

ტელეკომპანია "იმედი" განცხადებას ავრცელებს

"მორჩა კინო... წადით სახლში" - ინგა გრიგოლიას რეაქცია "იმედზე" გადაცემების დახურვაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს