"ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და თურმე პაბლო ესკობარი ვყოფილვარ…" - მამულიჩას სენტიმენტალური პოსტი ფეისბუქზე

"ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და თურმე პაბლო ესკობარი ვყოფილვარ…" - მამულიჩას სენტიმენტალური პოსტი ფეისბუქზე

პროდიუსერს, ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილს პატიმრობა 15 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა. გათავისუფლების შემდეგ მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა [მეტი], ფეისბუქზე კი ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

"არასოდეს განმისხვავებია ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა მქნოია, არც პოლიტიკური, არც ფინანსური, არც ასაკობრივი და მოკლედ არანაირნი ნიშნებით. ყოველთვის ვცდილობდი ყველასთვის კომფორტული ადამიანი ვყოფილიყავი, და ასეთი დისკომპორტი მოგაყენეთ.( ვისაც გიყვავართ, რა თქმა უნდა)

ყველას დიდი მადლობა , ვინც მხარი დამიჭირეთ, მე, ჩემს ოჯახს, ძალიან ბევრნი ხართ და მე ვამაყობ თქვენით და ბედნიერი კაცი ვარ… მე თქვენ ყველას გგრძნობდით იქ, სადაც ვიყავი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ნაცნობს თუ უცნობს , ვინც მხარი დამიჭირეთ სოციალურ ქსელებში, ძალიან ბევრი გადავიკითხე დადებითი და რა თქმა უნდა, უარყოფითს განსაკუტრებით გულისყურით გადავავლე თვალი, მათ ავტორებსაც. ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და თურმე პაბლო ესკობარი ვყოპილვარ…

მოკლედ, ყველას გინახულებთ და ჩაგეხუტებით, აქაც მოგწერთ, ცოტა დრო მჭირდება, უპასუხოდ არავის  დაგტოვებთ… ყველაფერი კარგად იქნება. ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა, ვისთანაც შეხება მქოდა ამ ორი თვის განმავლობაში - ჩემი დაკავებიდან ჩემს დროებით გამოშვებამდე. ძალიან დიდ კეთილგანწყობას ვგრძნობდი ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. პატიმრებს ყველა თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ. თავიანთ მშობლებთან, შვილებთან და მეუღლეებდათ.

ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ლელას, რომელსაც, რა თქმა უნდა, უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის", - წერს კახა მამულაშვილი.

სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას ნამდვილი გვერდი გამოჩნდა?

ლაშა ტალახაძე გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში გაეხვა - "კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო?!"

"გადავწყვიტე, ხალხს სიმართლე დავანახო...", - რას წერს კორონავირუსის საფრთხის გამო, აეროპორტიდან ინფექციურში გადაყვანილი 25 წლის ქალი