როგორ ეხმაურებიან ჭკვიანი დიასახლისის შესახებ გუგული მაღრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში

როგორ ეხმაურებიან ჭკვიანი დიასახლისის შესახებ გუგული მაღრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში

რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" დეპუტატის რიმა ბერაძის მიერ გაკეთებული განცხადება სოციალური ქსელებსა და საზოგადოებაში დიდი გარჩევის საგნად იქცა. თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქციაც კი გაიმართა. დღეს კი განხილვის თემად იქცა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, გუგული მაღრაძის განცხადება. მან "კვირის ქრონიკასთან" საუბარში აღნიშნა, რომ ჭკვიანმა დიასახლისმა იცის, როდის უნდა გავიდეს ბაზარში (იხ. სრული განცხადება).

გუგული მაღრაძის განცხადებას ახალი გამოხმაურება მოჰყვა "ფეისბუქში:

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:

"გუგულიმ რიმას ბუდეს გადაუფრინა"

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი:

"გუგულის ბუდესაც გადაუფრენენ... მალე!"

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

"გამოცხადებული ხარაკირის ქრონიკა გრძელდება. ამჯერად, ნანული შევარდნაძის მოტივები კიდევ უფრო შესამჩნევია.

p.s. მართლა, სრულიად სერიოზულად ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებას ხარაკირის დეპარტამენტი აქვს. თან, ყველაზე უფრო ეფექტური სახელისუფლებო სტრუქტურა ეგაა".

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

"რიმა VS გუგული

:)

აი, ტაისონ VS ჩაკ ნორის

ან რაღაც ეგეთ პონტში :)))))))".

იხილეთ ასევე: "ჭკვიანმა დიასახლისმა იცის, როდის გავიდეს ბაზარში" - გუგული მაღრაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს