რეალურად დაირგო თუ არა თბილისში ნახევარი მლნ ხე და გვატყუებს თუ არა ნარმანია - რა უზუსტობები აღმოაჩინეს მოქალაქეებმა google/maps-ზე

რეალურად დაირგო თუ არა თბილისში ნახევარი მლნ ხე და გვატყუებს თუ არა ნარმანია - რა უზუსტობები აღმოაჩინეს მოქალაქეებმა google/maps-ზე

გუშინ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ერთი წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. როგორც მერმა განაცხადა, წელს დამტკიცდა ეკოლოგიური სტრატეგია, რომელიც გამწვანების ღონისძიებებს ითვალისწინებს. დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქში შემოდგომის ჩათვლით უკვე დაირგო ნახევარი მილიონი ხე.

ამ ამბავს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. თემით ილიაუნის ყოფილი ლექტორი, გიორგი თუმანიშვილი დაინტერესდა და მეგობრებს google.com/maps-ზე დარგული ხეების რაოდენობის დათვლაში დახმარება სთხოვა. შედეგად საინტერესო რამ გაირკვა.

"დაიდოს გამწვანებული ტერიტორიების რუკები და ჩემი მეგობრები დაითვლიან!...

...ხეების თემა შემოწმებადი ყოფილა. იქნებ ვინმემ შეამოწმოს შემთხვევით ამორჩეული რამოდენიმე წერტილი? რუკაზე წერტილებთან რომ მიიტანთ მაუსს გიჩვენებთ ზუსტ კოორდინატებს და ხეების რაოდენობას", - დაწერა გიორგი თუმანიშვილმა.

როგორც ირკვევა, რუკაზე გარკვეული უზუსტობები არსებობს:

- ამ ოთხ წერტილში დარგული ხეების რაოდენობა 270720-ია:

- 10 წერია ჩემს ეზოზე. 25 წლის მანძილზე იქ არცერთი ხე არ დარგულა.

ასევე, გვერდით საბავშვო ბაღზე წერია 20. არცერთი არ დაირგო არც იქ. გვერდით ეზოზე წერია ასევე 10, არც იქ დარგულა არაფერი.

- ხე ირგვება 5X5-ზე, ანუ ერთ ხეს უნდა 25 კვ.მ. 500000 ხეს უნდა 1250 ჰექტარი მიწის ფართობი! მაგალითისთვის: თავისუფლების მოედანი არის 9 365.63 კვ.მ, ანუ 0,9 ჰექტარი, ე.ი. 1250 ჯერ თავისუფლების მოედნის ხელა ფართობზეა დარგული ხეები?

- 1200 ხე არისო დარგული ვაკის გამგეობის ეზოშიო.

გამგეობის სკვერში ყოვედღე დავდივარ და მანდ მაქსიმუმ 40 ცალი 30 სმ სიმაღლის ნერგია დარგული. ბალახიც კი არ დარგულა ამ 3 წეიწადში რომ მაგის ღეროები დათვლილიყო...

- ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩა არის ჩემი ქუჩის ქვემოთ. რუქაზე მითითებული ადგილი არის ბაგა-ბაღი, სადაც ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული მთელ ეზოში რგია ხეები. რუქაზევე მითითებულია, რომ ამ ადგილზე 50 ახალი ხე ყოფილა დარგული. ჯერ ერთ ყოველდღე გავდივარ ამ ადგილს და საერთოდ ვერ ვხედავ ახალ ხეებს, და ამასთან ამ ბაღში იმდენი ხეა ადრევე დარგული, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია 50 ახალი ხე დატიო ამ ძველების გაჩეხვის გარეშე.

იგივეა იქვე ჩარგლის ქუჩაზე, სადაც ან კოორდინატებია არასწორად მითითებული ანდა სახლის ეზოებში ყოფილა 160 ახალი ხე ჩარგული.

იხილეთ რუკა

იხილეთეთ ასევე: დავით ნარმანია აცხადებს, რომ ნახევარი მილიონი ხე უკვე დარგეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს