14:45 / 06-01-2016
"მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარების წერილები..." - რატი ამაღლობელი კრიტიკოსებს პასუხობს
პოეტი რატი ამაღლობელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სკანდალური ლექსის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთ საპასუხო პოსტს აქვეყნებს:

"მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარების წერილები, თუმცა გაცილებით მეტნი ხართ ისინი, ვინც თანადგომასა და სითბოს გამოხატავთ, ამიტომ მოგმართავთ თქვენ მადლიერების განცდით და არა მათ, ვინც ზიზღში და ბოღმაში განლევს წუთისოფელს,
ძალიან დიდი მადლობა თანადგომისათვის, გილოცავთ შობას და გისურვებთ ისეთ სკოლებს საქართველოში, სადაც მოწაფეები "შპარგელკების" გარეშე ისწავლიან ლიტერატურას, პოეზიას, შეძლებენ წაკითხულიდან შინაარსის დამოუკიდებლად გამოტანას, მსჯელობას, საკუთარი აზრების კონსტრუირებას, მათ ჰარმონიაში მოყვანას სამყაროსთან, უნივერსუმთან, ხილულთან და უხილავთან, არა
You must have Flash Player installed in order to see this player.
კომპრომისებისა და კონფორმიზმის ხარჯზე, არამედ სხვათა მოსმენის, გაგების, სწორი აღქმისა და მათში ერთგვარი შეღწევის, სხვად-ყოფნის, სხვად-ქცევის მეშვეობით, საშუალებით. სხვაგვარად გაუგებარი, ბენლით მოცული, ყრუ და არაფრის მთქმელია სამყარო, ასეთივენი ვართ ჩვენც მის მიმართ.
როგორ გვჭირდება კარგი სკოლები და მასწავლებლები, ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერს უნდა შეეშვას კაცი და ერთი კარგი სკოლა გააკეთოს, სადაც ბოლომდე დაიხარჯება ახალგაზრდებისათვის", - წერს პოეტი.

იხილეთ ასევე: როგორ იცავენ "ფეისბუქზე" სკანდალური ლექსის გამოქვეყნების შემდეგ "უღმერთოდ შერაცხულ" რატი ამაღლობელს

"პატრიარქი გაიყინა..." - რატი ამაღლობელის ლექსს ფეისბუქზე რეზონანსი მოჰყვა
16:14 / 11-01-2016
იყავით თქვენ მასწავლებელი ერთ-ერთ სკოლაში, მაგრამ დიდი არაფრით გამოირჩეოდით, ვინ გიშლიდა, თუ სურვილი გქონდა თუნდაც მცირედის შეცვლას
lia
10:09 / 11-01-2016
იქნება დროა

იქნება დროა რომ ჩამოვკრათ განგაშის ზარებს,
იქნება დროა გავახილოთ ფართოდ თვალები,
იქნება დროა გავარჩიოთ თეთრი და შავი,
მტარვალთა თავზე დავაფრქვიოთ ცეცხლის ალები.
ერი გულადი და პურადი, ამაყი სულით,
სტუმარს რომ მუდამ სანატრელად, ღვთის კაცად თვლიდა,
შრომით, ოფლის ღვრით ადიდებდა, ქმნიდა იღწვოდა,
გასცემდა უხვად და გაცემულს არასდროს თვლიდა...
დღეს დაჩიავდა, კვდება მასში ქართული სული;
იავნანაო აღარ ისმის აკვანთან ჩვილის,
ქართული ცეკვის ეშხი უკვე ცოტას თუ ათრობს,
ქართული სიტყვა მადლიანი ტკივილს უჩივის.
უცხო თესლისგან მოდენილი უცხო ჰანგები,
ნარკომანების ავხორცული როკვა და გრეხა,
ტელევიზორში ევრო–ანგლო–ამერიკული
ფილმების ჭირი, უხამსობა დაგვატყდა მეხად.
ქართული ჰანგი ქართველის სულს არ ეფონება,
ქართული ფილმი სულმაღალი ხომ ვიღას ახსოვს!
ცივილიზება თვითმიზნად რომ გადაქცევიათ,
ვეღარა სცნობენ შხამიანი ობობის ნაქსოვს.
დღეს სულმდაბალი სახელს ირქმევს კეთილშობილის,
კოსმოპოლიტი კაცთმოყვარის მანტიას ისხამს;
სატანურ ნგრევას სატანების ჭუჭყიან ხელით
სახელად ვარქმევთ საოცნებოს და დილის სისხამს.
უზნეობაა თურმე ნიჭი ცივილიზების,
უიდეობა ანტებული ჩირაღდანია;
ლადო ვის ახსოვს ანდა შოტა ანდა ილია,
სამშობლოს ცნებამ ჩაილურის წყაალი დალია.
ცოტაც გაწყდა და წყევლა–კრულვას შევუთვლით იმათ
ვინაც გუთნით და ხმლით გაავლო ქართული ხნული;
ქართული მიწის საზღვრები რომ ვინაც მოხაზა,
ცნობიერების შემოავლო მას მტკიცე წნული.
რომ არა დიდი ფარნავაზი, დიდი იაკობ,
მეფე დავითი და თამარი, შოთა, ილია...
რომ არა დიდი აკაკი და გალაქტიონი...
დიდთა ქართველთა სახელები არ დაილია...
რომ არა ხალხი ზნეკეთილი, შრომაში, ომში
ოფლის და სისხლის დაზოგვა რომ აღარ იცოდა,
მტერთან მტერი და მოყვარესტან მუდამ მოყვარე
სამშობლოსადმი სიყვარულით სანთლად იწვოდა...
რომ არა ცხრა ძმა–გმირთაგმირი ხერხეულიძე...
თავგანწირული არაგველი გმირი სამასი...
ანდა მაია წყნეტელი და მღვდელი თედორე...
ხმალდაუღლელნი უთვალავი და განა ასი...
არ იქნებოდა საქართველო, ქართული სული
და არც საჭირო გარდაქმნა და ცივილიზება.
ნეტავი რისთვის სწირავდნენ თავს, ოფლს და სისხლს ღვრიდნენ
თუ ქართველს სულში დოლარები გაეგლისება?
თუ დილერების და ბოსების ენაზე ჟღურტულს
პრეზენტაციას გავუკეთებთ ქართულ მიწაზე?
თუ სირცხვილისგან დავიწვებით როს მოვიგონებთ
ქართვლისა დედას ვით შვენოდა კდემა–სინაზე?
ქართველი ქალი ოცნებობდა გმირის აღზრდაზე,
მტრისგან გათელვას ტანჯვით სიკვდილს ამჯობინებდა;
დღეს შამპო–კონო–დოლარებზე შეყვარებული
წარმოვიდგენდით რომ სატანას აბოგინებდა?
მაგრამ დალასის დოქტრინა ხომ დღესაც მოქმედებს?
სატანას დროშად აღუმართავს მისი მცნებები.
კაცთმოძულეთა ოცნებები,ავი ფრთებს ისხამს
ახალგაზრდობას რომ შეჰყაროს ავი სნებები.
ცნობიერების გამრუდება დღეს გმირობაა,
პატრიოტიზმად ძარცვა–გლეჯა გადაქცეულა.
სატანის მოდგმა ხალხს წურბელად მოვლინებია.
დროზე ვუშველოთ სანამ სულ მთლად არ დაქცეულა.
სანამ ჯერ კიდევ ზეცა თავზე არ ჩამოგვექცა,
სანამ ჯერ კიდევ მიწა ფეხქვეშ არ მოგვრღვევია,
ვიხსნათ სულები, ვიხსნათ ხორცი ამძუვნებისგან,
მტერმა არა თქვას რომ ოდესღაც კაცნი გვრქმევია.
გველის სისინმა შეაცდინა მიმნდობი ევა.
დღესაც სისინებს და მაცდურად გონებას გვიხშავს;
ოქროს ფიალით მოწოდებულ შხამიან შარბათს
გვთავაზობს ქლესვით, ნუ ვენდობით ზრახვებით პირშავს!
მტერი ქლესაობს მოყვრის ნიღაბს აფარებული,
თავზე ხელს გვისვამს, ფარჩა–ფურჩის გვთავაზობს საწყობს;
სურს გონებიდან ამოგვიღოს ჩვენ ფიქრი ხვალის.
თავისუფლებას ნუ დავარქმევთ რაც ჩვენს მტერს აწყობს.
იუდას ჯიშის აღზევებულ ავ შადიმანებს
დღესაც იზიდავს ოცდაათი მაცდური ვერცხლი;
მე მაინც ჩემსას აღარ ვიშლი, არ მსურს მჯეროდეს
რომ ქვეყანაში დაიშრიტა გონების ცეცხლი.
იქნება დროა დავაქუხოთ რისხვით ზარები
სანამ უფსკრული შთანთქავს ერის ცნობიერებას,
სანამ შარბათში გარეული სატანის შხამი
სულ არ მოგვწამლავს–გაგვიმწარებს ყოფიერებას.
სადღაა ძველი თავაზი და ძველი სიქველე?
სადღაა ძველი შრომის მადლი, ღვთით კურთხეული?
მათხოვარივით გაგვიწვდია უბედურთ ხელი,
გვეამაყება რომ გაგვხადეს ტვინდანთხეული.
მტრის ხატს თაყვანს ვცემთ და მოყვარედ წარმოგვისახავს,
ღვთის მცნებებს წიხლს ვცემთ, ჯოჯოხეთი სამოთხედ გვიჩანს;
მუცელზე ვხოხავთ, დოლარების მოიმედენი.
ხახადაფცენილთ ვინ აგვისებს ცარიელ ჩინჩახვს?
ყალბ ილუზიებს აყოლილნი ვმსახურებთ მუცალს,
როსკიპ–მძარცველთა ნაშიერთა მითითებებით.
იმპოტენტებად გადვიქეცით, სხვის აზრებს ვუხმობთ,
ამერიკელი გვმართავს ახლა თლილი თითებით.
სადა ხარ გმირო! დააქუხე ბრძოლის ნაღარა!
სად ხარ ცისკარავ! ხალხს მოჰმადლე ცნობადი წყალი!
დევთა ლაშქარი ყოველ მხრიდან შემოგვდგომია
რომ სულში ჩაჰკლას და ჩაგვიქროს სიცოცხლის ალი.
იქნება დროა გავახილოთ ფართოდ თვალებ,
გონებახსნილი ბრმაც კი თვალებახელილია.
იქნება დროა გონს მოვეგოთ, გამოვიღვიძოთ
ღირსება ჩვენი ოდეს ფეხქვეშ გატელილია.

რამო მორანი
1996 წ. მაისი


რამო მორანი
მსგავსი სიახლეები
"მისი ტექსტის თეოლოგიურ ასპექტს ჭკვიანი მკითხველი, დარწმუნებული ვარ, ისედაც მიხვდება"
"83 წლის მოხუცი პატრიარქი მეტროს ჩასასვლელში, მიწისქვეშა გადასასვლელში, გაიყინა..."
"დიდი ხანი ვიყავი ნარკოტიკზე დამოკიდებული"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:53 / 29-07-2016  Image "უთხრეს რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება" - მძიმე ავარიაში მოყოლილი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე კომიდან გამოვიდნენ
"გიორგი ლომინაძეს ორი დღეა ღვიძავს და ტკივილებს მხოლოდ გამაყუჩებელით უყუჩებენ"
21:53 / 29-07-2016  Image ქართველი ბიჭის აღსარება, რომელიც იტალიის ციხეში ქურდობისათვის სასჯელს იხდიდა
AMBEBI.GE იტალიიდან| "იმდენი შეცდომა დავუშვი, უფლება არ მაქვს, ვინმეს ჭკუა დავარიგო"
20:36 / 30-07-2016  Image კაცი, რომელმაც ავადმყოფი შვილი სამუდამოდ მიატოვა - ამის გამო მამები შვილებს არ ტოვებენ...
უყვარდა სიახლეები, თუნდაც ეს იძულებითი ქორწინება ყოფილიყო
17:52 / 29-07-2016  Image "ქართული ოცნების" ახალი სახეები 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდნენ - ick.ge
დავით სონღულაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო
12:37 / 29-07-2016  Image "მაიამ ციხეში ტანსაცმლისა და თეთრეულის გამოცვლა მოითხოვა, პასუხად - ფხვნილს მოგცემთ და გარეცხეო" - ვახტანგ რჩეულიშვილის მიმართვა
"გინდ დამიჭირონ და გინდ დამხვრიტონ, აწი ფეხებზე მკიდია!"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49