15:09 / 12-02-2016
"ჩამოსული ჟურნალისტების" პროტესტი "ფეისბუქში" გია გაჩეჩილაძეს
გია გაჩეჩილაძის (უცნობი) განცხადებამ "ჩამოსული ჟურნალისტების" პროტესტი გამოიწვია. ჟურნალისტები "ფეისბუქში" საკუთარი წარმომავლობის შესახებ პოსტებს წერენ:

ია თინიკაშვილი:
მე რეგიონში მომუშავე ჟურნალისტი ვარ! მე მიყვარს საქართველო!

ეე, გაჩეჩილაძევ, მომეჩვენა თუ ქსენოფობიურს წააგავს ეს განცხადება. არ ვიცი, რომელ ჟურნალისტზე თქვი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მეც რაიონიდან ვარ, გორში ვცხოვრობ და მიკროფონიც მიჭირავს ხელში, მაგრამ მერწმუნე, ასი წელი ვერ გააკეთებ ამ ქვეყნის და საზოგადოებისთვის იმდენს, რამდენიც მე გამიკეთებია! სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებ გამონათქვამებში ყოველდღიურად და გული მწყდება!



გურამ შეროზია:

"ერთი თვის ჩამოსულია რაიონიდან" და მაინც შენზე ასი თავით მაღლა დგას უცნობო ჩემო.
"ვაგონი მიჰქრის" და "მეძავსაც წეწავს" აშკარად უფრო შენია, ვიდრე ეს თითიდან გამოწოვილი მაღალ'ფარდოვნება :)))
არაფერი პირადული, მე ერთ თვეზე მეტი ხნის ჩამოსული ვარ და ეს ტუპოი კომენტარი არ მეხება

ირინე არდაშელია:
მე აფხაზეთიდან ვარ, თბილისში სტუდენტობის წლებში ჩამოვედი. ვინაიდან და რადგანაც სახლში არ ჩამესვლება და სხვაგან ამ ჩემს პროფესიას პერსპექტივა არ აქვს, ავდექი და გავთხოვდი თბილისელზე

ლევან ფარცხვანია:
წყალტუბოში დავიბადე, გავიზარდე, თბილისში ვისწავლე, მერე ქუთაისში, გაზეთში ვიმუშავე, მერე რადიოში, ახლა ტელევიზიაში ისევ ცენტრალური არხის რეგიონის კორესპონდენტი ვარ, ბავშვოდან დღემდე ასე მწამს და მჯერა, ცენტრალური მედია ყოველთვის იდგა რეგიონის მედიის მხრებზე!!!

სოფო ბერიძე:
გამარჯობა, მე რუსთაველი ვარ

ალეკო გეთიაშვილი:

მე ვარ გურჯაანელი!!!!!!!! ჩამოსული ვარ

ლექსო ნაბახტეველი:
მე ჟურნალისტი ვარ კასპიდან და ეს უკვე მრავალი წელია ვაღიარე

თეა ადეიშვილი:
ჩამოსულები და ადგილობრივი მედია
(ადგილობრივი ვარო ონელმა და რა ვიცი ) :))))

ეკა მიშველაძე:
აუ ამდენი "სოფლელი" რა უბედურებაა! შეწუხდა ხალხი


ანი გიუნტერი:
როგორ მიყვარს საქრთველოს ყველა კუთხე და რაიონი, განსაკუთრებით კი იმერეთი, რადგან 2 ზესტაფონელის დედა ვარ:)) სწორედ რაიონში თუ შეხვდები ჭეშმარიტ ემოციებსა თუ ღირებულებებს, ნამდვილს და მართალს..ეს ყველაფერი კი უკან რჩება, როგორც კი დედაქალაში დიღმის ტრასიდან შემოდიხარ და ყველა
You must have Flash Player installed in order to see this player.
რესტორნიდან ”ვაგონი მიჰქრის ”თუ რაცხა უარესი გოიმური გლახაობები ისმის.:))))

სალომე ბენაშვილი:

მე მარჯვენა სანაპიროელი ვარ და მარცხენაზე მცხოვრებ ადამიანებს საერთოდ არ ვაღიარებ

ალეკო ელისაშვილი:
1802 წელს რუსების მიერ ჩატარებული აღწერის შედეგად ტფილისში ცხოვრობდა 20 ათასი ადამიანი, აქედან ქართველი მხოლოდ 3 ათასი იყო. ასე რომ დღევანდელ მილიონნახევრიან თბილისში თითქმის ყველა მე-19 ან მე-20 საუკუნეში სხვადასხვა მაზრიდან და რაიონიდან ჩამოსულები ვართ. დიმიტრი ყიფიანიც, ნიკო ნიკოლაძეც, ილია ჭავჭავაძეც, იაკობ გოგებაშვილიც, ექვთიმე თავაყიშვილიც, ივანე ჯავახიშვილიც, ეკატერინე გაბაშვილიც, ივანე მაჩაბელიც, აკაკი წერეთელიც.... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.... ყველა ჩამოსულები იყვნენ - იმიტომ რომ გავიმეორებ - აღა მაჰმად ხანის აოხრებას თითო ოროლა ქართული ოჯახი გადაურჩა მარტო. ასე რომ შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ ყველანი თბილისში ჩამოსულები ვართ.

იხილეთ ასევე: როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" უცნობის განცხადებას "ჩამოსული ჟურნალისტის" შესახებ
12:44 / 23-02-2016
?!?!?!
0
ნუ ნერვიოლობთ ხალხო, გაჩეჩილაძე გალიიდან არის და ცოტა არ იყოს უჭირს იმის გარჩევა, ვინ ღირსეულია და ვინ უღირსი.
19:39 / 16-02-2016
soxumeli
0
ისე ეგ პროტესტი მაშინ დაგეფიქსირებინათ ნაც-სექტანტები ჭორვილა-ჭორვილაო რო იძახდნენ და ამით არა მარტო უსჰუალო ადრესატს არამედ ყველა, რაიონიდან ცჰამოსულებს და თბილისსჰი არდაბადებულ არგაზრდილებს რომ აყენებდნენ შეურაცყოფას!!! თუ მაშინ უშუალოდ არ შეგეხნენ და გაატარეთ???
მსგავსი სიახლეები
"არ იქნება გაგრძელებული შენობის იჯარა, იქნება სხვა შენობაც"
"უცნობი" ბაია გადაბაძეს და კოტე გოგელიას მედიაშანტაჟში ადანაშაულებ
+VIDEO თუკი გაჩეჩილაძეები და "მაესტროს" ჟურნალისტები შეთავაზებას მიიღებენ, ეს უნდა მოხდეს უახლოეს ხანში
+VIDEO| "უნდა გამოაშაკარავდეს ყველა ის მეშანტაჟე, ვინც ამ პროცესებშია ჩართული"
"ტელეკომპანია "იმედი" პირდაპირი თავდასხმა-რეკრუტირების ცენტი გახდა"
+VIDEO: "მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლევანი მოვიდეს ხვალ...”
"მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში დღეს ახალი მოქმედი პირი გამოჩნდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49