14:25 / 02-03-2016
"პაპიძის ოჯახი დადუმდეს გადაწყვეტილების მიღებამდე მაინც!" - მარიამ კუბლაშვილის სკანდალური პოსტი პაპიძის საქმეზე
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეს ეხმაურება. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებული ადვოკატი ბრალდებულის დამცველებს მიმართავს. ერთ-ერთმა მათგანმა ირმა ბრელიძემ გუშინ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაპიძეს "მთელი გულით სურს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. პირველ რიგში, მის ინტერესებშია, დადგინდეს, ვინ არის მისი შვილის მკვლელი... არ არის ის დედა, რომ საზოგადოებას კი არა, თუნდაც გამოძიებას დაუმალოს თავისი შვილის მკვლელი".

მარიამ კუბლაშვილი ბრელიძის კომენტარს საკმაოდ მწვავე და შეიძლება ითქვას სკანდალური ფეისბუქ-პოსტით გამოეხმაურა: "ჩემო ძვირფასო კოლეგებო! ვინ აგიკრძალათ თქვენც წარმოგედგინათ საზოგადოებისვის საპირისპირო მტკიცებულებები? ან საპირისპიროდ ნაკლები ისაუბრეს და ვუსმინეთ პაპიძის ოჯახის თავის მართლებას? მათ არგუმენტებსაც? იქნებ ესეც ზეწოლაა სასამართლოზე... ხოლო რატომ გააკეთა ეს ბრალდების მხარემ? მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო! დიახ, ამ საშინელი დანაშაულის მოსმენის შემდგომ ადამიანები ვართ, შოკირებულია სრულიად საქართველო. ბავშვები კითხულობენ თავისდაუნებურად, ისმენენ. დედები ყელაზე მეტად მძიმედ განვიცდით და ა.შ. დიახ, ვალდებულია სამართალდამცავი ორგანო პასუხი გაგვცეს, გაგვარკვიოს მცირედ დეტალებში მაინც. ბრალდების მხარემ გარკვევით გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივი მტკიცებულებებია,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მცირედი. ის ფაქტი, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად სცნოს სასამართლომ ეს ნივთმტკიცებები, კი არარეალობა. რამდენი რამის თქმა მინდა...უდანაშალობის პრეზუმფცია და ჩემი სამარლებრივი ცოდნა მაჩუმებს ამ ეტაპზე, რომ წინასწარ როგორმე გავჩუმდე. ერთს ვითხოვდი - თვალში ნაცარს ნუ აყრით ხალხს, გამაღიზიანებელია! ვინც იცის და ხვდება რეალურად რაც ხდება სწორედ მათთვის... გაჩუმდეს პაპიძის ოჯახი, დადუმდნენ გადაწვეტილების მიღებამდე მაინც!!" - წერს კუბლაშვილი.

კომენტარებში მას ეხმაურებიან და უწერენ, რომ ის ახლა როგორც იურისტი, ისე არ საუბრობს. რაზეც კუბლაშვილმა პასუხად დაწერა: "აღარ შემიძლია, თევზივით ამოვივსე პირი წყლით, რომ არ ვთქვა რამე წინასწარ. მე ჩემს გულში 100% ვიცი ყველაფერი. მართლა პირადი ინტერესი არვის არ აქვს დედას დაადოს ხელი! რომ არა მტკიცებულებები და ფაქტები...დაგვტანჯეს, გაასაიდუმლონ მაშინ ეს თემა გადაწყვეტილებამდე და აუკრძალონ მედიას და ოჯახის წევრებს ამ სივრცეში საუბარი!!!"

ასევე წაიკითხეთ: "მაგდა პაპიძე ითხოვს შვილის საფლავის სურათები შეუგზავნონ, რათა მის გარდაცვალებაში დარწმუნდეს"
13:32 / 09-07-2016
მკვლელია 100% იტ ეს მაგდააა ტუ ვიგაც.
vaxo
13:31 / 09-07-2016
ახლა რატომ აღარ იმარტლებს ტავს პაპიცე ხომ იცახდა დამნაშავე არ ვარო, რატომ გაჩუმდააა, მიხვდა რომ იტკუებოდააა ხომ, სადააა მისი და, რატომ არ გამოდისსსს.
tatiana
მსგავსი სიახლეები
ქმრისა და შვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე
"ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები"
მეორე გარემოება მოკლული ომარ ქაფიაშვილი მობილური ტელეფონია
ნინა წკრიალაშვილმა ორსულობის შემდეგ წონაში 35 კილო დაიკლო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
11:11 / 29-04-2017  Image ლისის ტბა, კუს ტბა და თბილისის ზღვა - საინტერესო მონაცემები დედაქალაქის წყალსაცავების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის
თითოეულს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49