ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
12:52 / 09-03-2016
"მგონი ვხვდები, ამ ყველაფერს რატომაც ლაპარაკობ..." - მაგდა პაპიძის დედა ქალიშვილის დედამთილს მიმართავს
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედა ლია შამუგია, ქალიშვილის დედამთილს ლილი მინდიკაურს მიმართავს. მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში, შამუგია მინდიკაურს მისი და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფისათვის ბოდიშის მოხდას და საქვეყნოდ პასუხისგებას მოითხოვს:

"ლილი იმედია კითხულობ ჩემს სიტყვებს (ვსარგებლობ ჩემი, შვილის ფეისბუქით )არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ყველა შენს ინტერვიუს, სადაც უტიფრად ეხები ჩემს ოჯახს და გავიწყდება სამწუხაროდ ან განგებ ივიწყებ ჩემს დამოკიდებულებას ჩემი შვილიშვილების მიმართ!! რა ნამუსით ლაპარაკობ ამხელა სიცრუეს, მაშინ როდესაც ძალაინ კარგად იცი, როგორი ბებია ვიყავი მე ჩემი თორნიკეს მიმართ და როგორი დედა ვარ დღემდე!! მგონი ვხვდები, ამ ყველაფერს შენ რატომაც ლაპარაკობ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ... ამიტომ მაგდას და ლანას დედა, თორნიკეს და ლიზის ბებო, გიწვევ სახალხოდ გაიმეორო ყველა ის სიტყვა, რაც გამოიყენე ინტერვიუებში ჩემი ოჯახის წინააღმდეგ!!! გაეცი ყველა ჩემს კითხვას პასუხი, არ გაინტერესებს რას შეგეკითხები?? ყველა შენს ნალაპარაკებზე პასუხს გამცემ!!!

შენს გულში ჩაიხედე ლილი და ისე გაიმართლე თავი. რა ნამუსით ლაპარაკობ ამხელა სიცრუეს ჩემს ოჯახზე?! მგონი გათავისებული არ გაქვს რამხელა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. ტყუილებისთვის გცხელა? სირცხვილი ლილი შენი, თუმცა მეტს რას უნდა მოველოდე ქალისგან, რომელსაც პირველივე სამძიმრის დღეს ერთი ცრემლი არ ჩამოგიგდია, გაოგნებული გიყურებდი და ვერ ვხსნიდი შენს საქციელს! შორიდან, მაგრამ ყველაფერს ვადევნებ თვალს და ზუსტად შენმა ინტერვიუებმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დასვა მომხდარზე! ამიტომ სრული პასუხისმგებლობით გადავწყვიტე, ხალხის წინაშე გაიმეორო და პასუხი გამცე ყველა იმ შეურაცხყოფაზე, რაც პირადად მე და ჩემს ოჯახს მოაყენე!!! მე უკვე ძალიან კარგად ვხვდები ყველაფერს და გიპირისპირდები ნებისმიერ დროს! სიტყვა "ნაბოდვარი" შენგან ხშირად გამიგია და ქუჩური ტერმინოლოგიით არ დავიწყებ შენს ინტერვიუებზე გამოკიდებას, მე თავმოყვარეობა მაქვს!! ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს
You must have Flash Player installed in order to see this player.
პირადად შენთან მომხდარი ტრაგედიის ღამესთან დაკავშირებით!!" ლია შამუგია - წერს პაპიძის დედა მოკლული ომარ ქაფიაშილის დედისადმი ფეისბუქ-მიმართვაში.

"კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ლილი მინდიკაურმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ლანა პაპიძე დედას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რაზეც ლანა პაპიძემ უპასუხა: "დედამ ისე გაგვზარდა, ხმამაღალი­ სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთის­თვის და ლილი ჩემზე ამბობს,­ დე­დას­ სცემდაო! ერთი კვირით ადრე ომარმა ლილის წაასწრო სიგარეტზე და ისე სცემა,­ სისხლი ანთხევინა. მთელი უბანი ფეხზე იდგა".

ასევე წაიკითხეთ: რას ნიშნავს მაგდა პაპიძის ტატუები, რომლებიც პროკურატურამ გაშიფრა - "...თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო"

"ვინ იცის ჩემი შვილის კუბო მკვლელმა მიიტანა საფლავამდეო..." - მაგდა პაპიძის ექსკლუზიური კომენტარი ციხიდან და მკვლელობის მისეული ვერსია
18:32 / 31-03-2016
რა დზმა მოკლავდა ხო? არ გჯერა და ნუ დაიდჯერებ ვინ გტხოვს დადჯერებას? არა ეხლა მაგდაც ის ტიპია რომ სეიტენოს რამე და სისხლიც ისე ჰოპ გაცნდა ოტახჰი
mmm
16:39 / 31-03-2016
ომარის დედა მწუხარებისგან გაქვავებული იყო და იმიტომ ვერ ტიროდა.რა დიდი მიხვედრა უნდა ამას.ამაზრზენია მაგდას დედის პიროვნება.
ნუნუ
მსგავსი სიახლეები
წიგნი მაგდას ცხოვრების შესახებ იქნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის საჩივარი 4 აგვისტოს შევიდა
+VIDEO "ჩემო ერთადერთო შვილო, შენი თავი ღმერთმა მაჩუქა და ქვეყნიერებამ წამართვა თოკო"
წერილი ქვეყნდება ადვოკატისა და თავად მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის თანხმობით
მაგდა პაპიძის დედამ ლიანა შამუგიამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა
"დღეს ზოგიერთი ადამიანი ცდილობს ამ საშინელების დამცველად მოგვევლინოს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:41 / 26-09-2016  Image "აუდიტორია 115"-ის წევრებმა 6-პუნქტიანი მოთხოვნები დააყენეს
"აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლის, გიორგი ჩიხლაძის განცხადებით
09:59 / 26-09-2016  Image როგორ გამოიყურება ანჯელინა ჯოლის სახლი, სადაც ბრედ პიტთან განშორების შემდეგ ცხოვრობს
+PHOTO| ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან განშორების შემდეგ
18:14 / 24-09-2016  Image 300 წლის წინ გარდაცვლილმა წმინდანმა ბავშვმა თვალები გაახილა - დასავლური მედია მექსიკური სასწაულის შესახებ
+VIDEO| 300 წლის წინ გარდაცვლილი წმინდანად შერაცხული ბავშის ცხედარმა მოულოდნელად თვალები გაახილა
21:15 / 23-09-2016  Image რომელ ხაზებზე დაინიშნება თბილისში ახალი ავტუბუსები: "მძღოლი მკაცრად დაისჯება, თუ გათბობა-კონდიცირება ჩართული არ ექნება"
+VIDEO "სულ 143 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება"
15:09 / 25-09-2016  Image 62 წლის ლაიმა ვაიკულეს გარეგნობამ თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო
ორიგინალურობა, სითამამე გადაწყვეტილებისას და განუმეორებელი სტილი
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49