რას ნიშნავს მაგდა პაპიძის ტატუები, რომლებიც პროკურატურამ გაშიფრა - "...თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო"

რას ნიშნავს მაგდა პაპიძის ტატუები, რომლებიც პროკურატურამ გაშიფრა - "...თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო"

პროკურატურამ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, თუმცა, დაცვის მხარე კონტრარგუმენტების წარმოდგენას არ ჩქარობს. პაპიძის საქმე, შესაძლოა, სასამართლოს ნაცვლად, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, მანამდე კი სასამართლო სხდომა 31 მარტს არის დანიშნული. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ტრაგედიის ახალ დეტალებზე საუბრობს ორივე მხარე: მკვლელობაში ბრალდებულის და ლანა პაპიძე და მოკლულის დედა ლილი მინდიკაური.

ლანა პაპიძე, მაგდა პაპიძის და:

დედამ ისე გაგვზარდა, ხმამაღალი­ სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთის­თვის და ლილი ჩემზე ამბობს,­ დე­დას­ სცემდაო! ერთი კვირით ადრე ომარმა ლილის წაასწრო სიგარეტზე და ისე სცემა,­ სისხლი ანთხევინა. მთელი უბანი ფეხზე იდგა.

...პროკურორმა მკითხა, რატომ აქვს შენს დას ტატუებიო. რატომ დავუშლიდი, როცა მე თვითონ მაქვს? გაშიფრეს, მაგდას ტატუების მნიშვნელობა - "იყავ კურთხეული" და "ჰარმონია", რა პრობლემაა?

ლილი მინდიკაური, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა:

- ლანა პაპიძის ნაბოდვარი არ მაინტერესებს. მე ვცრუობ და პაპიძეები ამბობენ სიმართლეს? ისიც კი იკადრეს, ომარმა დედას სცემაო. როგორ, დებმა სასწრაფო გამოიძახეს და ამ პატარა საერთო საცხოვრებელში ხმაური ვერავინ გაიგონა?... ორი-სამი დღე მართლა ვერ დავიჯერე და ვნატრობდი, ოღონდ ეს სიმართლე არ იყოს-მეთქი. მაგრამ ახლა მჯერა, რომ ეს მაგდამ გააკეთა. რას იბრძვიან? რა, უნდათ, რომ გამოუშვან?

...თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო და რომ გამოუშვან, არ ეშინია, რომ მოკლას? მანქანას რაც შეეხება, ომარზეა გაფორმებული. ჩემმა შვილმა მითხრა, ბანკში მაქვს თანხა, ვაგროვებ, მანქანა უნდა ვიყიდოო. ალბათ, ადვოკატების ფული შემოაკლდათ და მანქანის გაყიდვა უნდათ.

ღმერთის მაგათ ეშინოდეთ, ჩემს მეორე შვილს რომ გადააბრალეს მათი შვილის დანაშაული. აღარ მაინტერესებს მაგათი სისულელეები. თუნდაც ხვალვე გამოუშვან მაგდა, ჩემთვის სულერთია. ჩემს შვილსა და შვილიშვილს ვინ გამიცოცხლებს?

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 7 მარტის ნომერში ან გახდით გაზეთის ხელმომწერი ამ ბმულზე

ასევე წაიკითხეთ:

ჩანაწერი მაგდა პაპიძის დღიურიდან: "ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. სიდენიებს გადავაფარო შავი პარკები"

"ოთომ მითხრა, შენი ქმარი ს...ა აქ რომ გამუშავებსო" - რას ყვება მაგდა პაპიძისა და მისი მეგობარი მამაკაცის ურთიერთობაზე ბრალდებულის და

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ