ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
10:22 / 10-03-2016
"წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს..." - ვინ არიან ცნობილი ქართველები, რომლებიც ბასილ მკალავიშვილმა ანათემას გადასცა
"წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას" - ვკითხულობთ ბასილ მკალავიშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილმა სასულიერო პირმა 2016 წლის იანვარში გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე.

"მიმართვა ქართველი ერისადმი" საკმაოდ ვრცელია და მასში მკალავიშვილი არამარტო საერო, არამედ სასულიერო პირებსაც მიმართავს: "მივმართავ საპატრიარქოს თბილ სავარძლებში, ჯიპებში მოკალათებულ სასულიერო პირთ - რატომ გაქვთ პირში წყალი ჩაგუბებული. რატომ არ ფიქრობთ იმაზე, როგორ გვიგინებენ მართლმადიდებლობას, თვით უფალს და ყველა საეკლესიო დღესასწაულებს, რატომ არ მიაგებთ სამაგიეროს სამშობლოს მოღალატეებს: ნინია, ირაკლი კაკაბაძეებს (ნინია კაკაბაძე მორწმუნეებს ექსტრემისტებს და კერპთთაყვანისმცემლებს უწოდებს), დეისაძეს, გიგი თევზაძეს, ლაშა ბუღაძეს, რატი ამაღლობელს, ბოკერიასა და მის მეუღლეს. ესენი და უამრავი სხვები ხომ ქართულ ეკლესიას, სარწმუნოებას ებრძვიან. ხალხი თქვენ შემოგყურებთ, რათა პასუხი მიაგოთ მათ უკიდეგანო აღვირახსნილობას. გარკვეული კომპრომატების გამო დუმხართ, რაც ღალატის ტოლფასია" - წერს მკალავიშვილი მიმართვაში.

გლდანის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი წერილში პარლამენტის იმ წევრებსაც მოიხსენიებს, რომლებიც "სარწმუნოების მტრები და ამერიკის ყურმოჭრილი მონები არიან". "არც ერთ პარტიას ენდობა ქართველი ერი, ისე იქცევიან, ვერ გაიგებ ვისი დაკვეთით მოქმედებენ. ერთი კი ფაქტია, რომ ისინი არიან პირადი, დროებითი ცხოვრების მოწყობით დაკავებულნი, სარწმუნოება საერთოდ არ აინტერესებთ. ფაქტი სახეზეა, რომ სახელმწიფოს მართავს ათეისტი პარტია რესპუბლიკელების სახით. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღია ომი გამოუცხადეს მართლმადიდებლობას, ერის ტრადიციებს, წინაპართა ნამოღვაწარს" - წერია მიმართვაში.

ვრცელი წერილის დასასრულს კი სასულიერო პირი საქმეზე გადადის და ზემოთმოხსენიებულ პირებს ანათემაზე გადასცემს: "ეფესოს III მსოფლიო კრების მე-7 კანონი გვამცნობს: " ... ის, ვინც წინ აღუდგება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას და ებრძვის მართლმადიდებლობას, ერისკაცნი შეჩვენებულ იქმნეს". მე
ვისარგებლებ მსოფლიო კრებების დადგენილი დიდი სჯულის კანონით და ანათემას გადავცემ სარწმუნოების მოღალატეებს: წყეულ და შეჩვენბულ იქმნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას. ანათემა ძალაშია 2016 წლის 14 იანვრიდან, სანამ პირადად არ მოვლენ ეს პიროვნებები ჩემთან და არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს (რათა მომავალ თაობაზე არ გადავიდეს)" - ვკითხულობთ მიმართვაში.

კომენტარებში მკალავიშვილის მრევლის წევრები გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას და მხარდაჭერას უცხადებენ წინამძღვარს: "ანათემას გადაეცით ვინც ბიუჯეტს შეეჩვია.და ხრავენ საპატრიარქოს ქონება დაურიგდეს გლახაკთ ქრისტეს სახელით"; "სრული სიმართლე 100%!!!"; "მამაო გენაცვალე ძლიერ სულში გმერტმა ამრავლოს შენისთანა მამაოები რომ ეშველოს ქვეყანას!" - წერენ კომენტარებში ბასილ მკალავიშვილის მიმდევრები.

წაიკითხეთ: რას პასუხობენ "შეჩვენებული" თამარ ჩერგოლეიშვილი და თეა თუთბერიძე ბასილ მკალავიშვილს
18:48 / 28-11-2016
კვანდო
0
სასულიერო პირებს ფულის შოვნის მანია შეეყარათ დანარჩენი ქინძზე ჰკიდიათ
16:33 / 19-06-2016
ტოტო
0
ამათ,რომ ერთი რუის-ურბნისი უნდათ ფაქტია.
მსგავსი სიახლეები
"გაუგებარია, რატომ ანთხევთ ბოღმას საკუთარ თანამემამულეებზე"
"მსგავსი მაღალი დონის პოლიტიკოსების ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს, ნაკლები ზიანით გაიაროს
"წინასწარ რატომ არ უთხარით ამომრჩეველს აქციზის გადასახადის გაზრდას რომ აპირებდით?"
მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ყრილობაზე დადგება
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:05 / 21-07-2017  Image "თბილისის მიკროავტობუსი" - მერიასთან ხელშეკრულებით, კომპანიას მიკროავტობუსების მთლიანი ავტოპარკის შეცვლის არანაირი ვალდებულება არ აქვს
ყვითელ მიკროავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება
10:46 / 21-07-2017  Image რატომაა ზაფხული საუკეთესო პერიოდი ზამთრის კურორტზე ბინის შესაძენად
უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა
13:53 / 20-07-2017  Image "ბუჰენვალდის ალქაჯის" ცხოვრება - მსოფლიოს უსასტიკესი ქალი, რომელიც ადამიანის კანისგან სუვენირებს ამზადებდა
ილზა კოხის სასამართლოზე ადამიანის კანისგან დამზადებული ნაკეთობების კოლექცია წარადგინეს
10:41 / 21-07-2017  Image რას წერდა Linkin Park-ის სოლისტი გარდაცვლილ მეგობარზე, რომლის დაბადების დღეზეც თავი მოიკლა
ბენინგტონს ექვსი შვილი დარჩა
19:50 / 20-07-2017  Image სად დაიკარგა რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად და როგორ გადაურჩა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს
მოგზაურობა ადამიანის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49