რას პასუხობენ "შეჩვენებული" თამარ ჩერგოლეიშვილი და თეა თუთბერიძე ბასილ მკალავიშვილს

რას პასუხობენ "შეჩვენებული" თამარ ჩერგოლეიშვილი და თეა თუთბერიძე ბასილ მკალავიშვილს

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი და უფლებადამცველი თეა თუთბერიძე, რომლებიც კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილმა ბასილ მკალავიშვილმა დაწყევლა და შეაჩვენა, სასულიერო პირს "ფეისბუქის" მეშვეობით ეხმაურებიან:

თამარ ჩერგოლეიშვილი:

"He is cute :)

დიდი აჯაფსანდალი ანათემაა :)

მე ვისარგებლებ მსოფლიო კრებების დადგენილი დიდი სჯულის კანონით და ანათემას გადავცემ სარწმუნოების მოღალატეებს: წყეულ და შეჩვენბულ იქმნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას. ანათემა ძალაშია 2016 წლის 14 იანვრიდან"

თეა თუთბერიძე:

"წყეულ და შეჩვენბულ იქმნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას. ანათემა ძალაშია 2016 წლის 14 იანვრიდან, სანამ პირადად არ მოვლენ ეს პიროვნებები ჩემთან და არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს (რათა მომავალ თაობაზე არ გადავიდეს)", - დამელოდოს, მივდივარ მოსანანიებლად :)

P.S. რა ეშველებათ ამ გიჟებს აა???"

მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე და მწერალი ლაშა ბუღაძე მათ შეჩვენებას სოციალურ ქსელში ნიუსის უკომენტაროდ გაზიარებით ეხმაურებიან....

იხილეთ ასევე: "წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს..." - ვინ არიან ცნობილი ქართველები, რომლებიც ბასილ მკალავიშვილმა ანათემას გადასცა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს