"ნიკოლოზი და მე 4 საათი ვიყავით და რამდენიმე საათში ასეთი ტრაგედია დატრიალდა" - სანდრა რულოვსი ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე

"ნიკოლოზი და მე 4 საათი ვიყავით და რამდენიმე საათში ასეთი ტრაგედია დატრიალდა" - სანდრა რულოვსი ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს ეხმაურება და "ფეისბუქის" პირად გვერდზე მწუხარებას გამოთქვამს. მან და მისმა უმცროსმა ვაჟმა ნიკოლოზ სააკაშვილმა, რამდენიმე საათით ადრე გამოასწრეს დატრიალებულ ტრაგედიას:

"ბრიუსელი ჩემი საყვარელი ქალაქია, იქ ექვსი წლის განმავლობაში ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ხშირი მგზავრი ვარ ზავენტემის აეროპორტის, რადგან ამსტერდამზე ბევრად უფრო ახლოს არის ჩემს მშობლიურ ქალაქთან. გუშინ დილას თბილისში რომ დავბრუნდი, ზუსტად ბრიუსელის აეროპორტის გავლით ვმგზავრობდით ნიკოლოზი და მე. მთელი 4 საათით ვიმყოფებოდით მანდ და რამდენიმე საათის შემდეგ კი ასეთი ტრაგედია დატრიალდა იმავე ადგილას... წარმოუდგენელი რამეა, მაგრამ დღევანდელი სამწუხარო რეალობაა..." - წერს რულოვსი.

ამ ფაქტზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გუშინ მიხეილ სააკაშვილმაც დაწერა "ჩემმა შვილმა და ცოლმა რამდენიმე საათი იმ ტერმინალში გაატარეს ბრიუსელის აეროპორტში, სადაც დღეს დილით ტერორისტებმა აფეთქება მოაწყვეს და ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე მოასწრეს გამოფრენა. როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ გავიგე, უკვე ვიცოდი, რომ გამოფრენა მოასწრეს, თუმცა მაშინვე გავიფიქრე იმ მსხვერპლთა ნათესავებზე და ახლობლებზე, რომლებიც ვერ გადარჩნენ" - წერს სააკაშვილი პოსტში.

22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში განხორციელებულ ტერაქტებს 31 ადამიანი ემსხვერპლა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს