14:17 / 27-03-2016
"შენ საუკეთესო დედა ხარ... შენი ანგელოზი მალე ისევ ისე ლამაზად იცეკვებს!" - შორენა ბეგაშვილს ფეისბუქზე უცნობი ადამიანები ამხნევებენ
მსახიობ და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს, გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ახლობლები, მეგობრები და უცნობი ადამიანები ფეიქბუქზე ამხნევებენ. შეგახსენებთ, მსახიობის ქალიშვილი 14 წლის ევა ბარბაქაძე გუშინ მე-5 სართულიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

"შენ საუკეთესო დედა ხარ! ძლიერი გოგო ხარ, ცოტაც გაუძელი და შენი ანგელოზი მალე კარგად იქნება და ისევ ისე ლამაზად იცეკვებს! ჩვენ კი მანამდე ვილოცებთ ევასთვის! ყველას ძალიან გვიყვარხარ" - წერენ ბეგაშვილის ფეისბუქის გვერდზე სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც მომხდარმა ფაქტმა შეძრა.

ათობით კომენტარში, რომელსაც შორენა ბეგაშვილის პირად გვერდზე ვკითხულობთ, უცნობი ადამიანები 14 წლის ევას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ:  "ღმერთი არ გაწირავს ევას, კიდევ ბევრჯერ გავიგებთ მის სახელს და ბედნიერი დედაც იქნება მომავალში! ევა, ყველა შენს გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობთ და სწორედაც ეს დადებითი მუხტი, გაფანტული კოსმიურ სამყაროში დაგიბრუნდება და დაგეხმარება. შენ გაიმარჯვებ ევა!!!"; "ღვთის წყალობით ეს განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა... ღმერთმა უშველოს და გამოაჯანმრთელოს მალე"; "შორენა, ჩემი სახით ერთი უცნობი დედა შენს გვერდითაა, განვიცდი და მტკივა შენი სატკივარი. უფალმა გამოგიჯანმრთელოს"; "მთელი საქართველო
You must have Flash Player installed in order to see this player.
ევედრება უფალს ევას გამოჯანმრთელებას, უფალმა ისმინოს და შეეწიოს" - წერენ ფეისბუქ-მომხმარებლები.

"შორენა, შენ ყველაზე, ყველაზე მაგარი, ძლიერი და მოსიყვარულე დედა ხარ და ევა ძალიან მალე, ძალიან ძალიან ძალიან კარგად იქნება! გვიყვარხართ და ვილოცებთ ევას ჯანმრთელობსთვის და თქვენი ბედნიერებისთვის" - თანადგომას უცხადებს ტელეწამყვანს იუნა შაფათავა.

ბოლო ინფორმაციით, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ნანი ყავლაშვილმა განუცხადა, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ექიმის განმარტებით, პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე და ამ ეტაპზე თურქეთში მისი გადაყვანის საკითხიც არ განიხილება.

წაიკითხეთ:

რა მდგომარეობაშია შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი - უახლესი ინფორმაცია იაშვილის კლინიკის ექიმისგან

"რა კომენტარებს ვკითხულობ... ბავშვი სიკვდილს ებრძვის!" - ცნობილების ფბ-გამოხმაურება შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობაზე
20:26 / 28-03-2016
შორენა მაგარი ხარ და გაუძელი, ღმერთმა გიშველოტ და გამოაჯანმრტელოს ევა
nia
17:03 / 28-03-2016
შენ ყველაზე, ყველაზე მაგარი და მოსიყვარულე დედა ხარ და ევა ძალიან მალე კარგად იქნება!
ქეთინო
მსგავსი სიახლეები
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიდის
+PHOTO იუბილეზე ერთ-ერთი მთავარი სტუმარი ევა ბარბაქაძე იყო
ევა ბარბაქაძე თურქეთში რეაბილიტაციის კურსს გადის
14 წლის ევა ბარბაქაძე ერთი თვეა რეაბილიტაციის კურსს გადის
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:45 / 16-01-2017  Image ისანში 62 წლის მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული
10:21 / 16-01-2017  Image ციხიდან ახლადგამოსულმა გიგი უგულავამ ბედობა ცნობილ კომპოზიტორებთან და მომღერლებთან ერთად აღნიშნა
კომპოზიტორი ნატო გელაშვილი ერთ-ერთ რესტორანში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
13:51 / 16-01-2017  Image „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტებს BTU მიანიჭებს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფინანსებში
14:19 / 16-01-2017  Image თეა წულუკიანი მეუღლესთან ერთად კამერების წინ პირველად გამოჩნდა
PHOTO+VIDEO თეა წულუკიანი ერთი თვის წინ დაქორწინდა
12:29 / 16-01-2017  Image მეფე, რომელმაც უარი თქვა ქორწინებაზე, სანამ უბრალო წარმომავლობის გულისსწორს არ შეირთავდა...
ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, თუმცა მათი ურთიერთობა აკრძალული გახლდათ...
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49