რა მდგომარეობაშია შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი - უახლესი ინფორმაცია იაშვილის კლინიკის ექიმისგან

რა მდგომარეობაშია შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი - უახლესი ინფორმაცია იაშვილის კლინიკის ექიმისგან

შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ნანი ყავლაშვილმა განუცხადა, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ექიმის განმარტებით, პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე და ამ ეტაპზე თურქეთში მისი გადაყვანის საკითხიც არ განიხილება.

"დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები და შედეგების მიხედვით გადაწყდება შემდგომი მკურნალობა. ამჟამად პაციენტი ტრავმატოლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ არის. დაზიანებები ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერ გეტყვით", - განაცხდა ნანი ყავლაშვილმა.

მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. შორენა ბეგაშვილის შვილი, რომელიც 14 წლისაა, გუშინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.

იხილეთ ვიდეო

ასევე წაიკითხეთ:

"შენ საუკეთესო დედა ხარ... შენი ანგელოზი მალე ისევ ისე ლამაზად იცეკვებს!" - შორენა ბეგაშვილს ფეისბუქზე უცნობი ადამიანები ამხნევებენ

"რა კომენტარებს ვკითხულობ... ბავშვი სიკვდილს ებრძვის!" - ცნობილების ფბ-გამოხმაურება შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობაზე

"ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად გადავარდა..." - რას ჰყვება თვითმხილველი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მდგომარეობაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია