ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
12:53 / 28-03-2016
სკანდალი დავით ლორთქიფანიძის, ინგა გრიგოლიას და მისი ქალიშვილის გარშემო - "ამ ჭორიკანა დეპუტატს ცუდად დაუმთავრდება"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ლორთქიფანიძე გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში ინგა გრიგოლიას შვილის, მარი გრიგოლიას განცხადება ეხმაურება, რომელიც დედის მიმართ დეპუტატის რეპლიკამ გააღიზიანა. ტელეწამყვანის ქალიშვილმა სკანდალური ეთერის შემდეგ, არანაკლებ სკანდალური პოსტი დაწერა ფეისბუქის პირად გვერდზე, რომლითაც დავით ლორთქიფანიძეს მიმართა: "ეღადავე შენი ოჯახის წევრებს, შე ქათამო! უტაქტო! უნამუსო! თავხედო! და თუ ამბობ, ნუ ჩმორდები მერე და ბოლომდე იკაცე, შე ქალო... ჩმორი კუილი ეს.... ქალააჩუნა. ნაგვის ბუნკერი. ნაძირალა.. მუხლზე გადავიმტვრევ", - წერს მარიამ გრიგოლია ფეისბუქზე.

ამაზე პასუხად ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ "მე მართლა გავაკეთებ სერიოზულ განცხადებას ამასთან დაკავშირებით და რასაკვირველია, პრესაც და ტელევიზიაც იქნება ინფორმირებული, რატომ აქვს ინგას შვილს აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი!... სხვათა შორის, მე არ ვიცოდი, მისი გამოხტომის შემდეგ დამირეკა ასეულობით ადამიანმა, ბევრმა გამახსენა რაღაც თემები, სადაც პირადად იკვეთება ინგას შვილის... იკვეთება კი არა, პირდაპირ ჩანს, ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამაზე გავაკეთებ განცხადებას ამ კვირის განმავლობაში. სხვათა შორის, არც ეს ვიცოდი და მითხრეს, რომ ეს გოგონა ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი... მე არ ვკითხულობ, ვინ რატომაა შეყვარებული, ვის სად ყავს შეყვარებული... თუმცა მე არ გამიკვირდება ზოგიერთის ყოფილი ან ახლანდელი შეყვარებული მაღალჩინოსანიც რომ აღმოჩნდეს. აწი ბევრი რაღაცით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გაზეთან ინტერვიუში.

დეპუტატის სკანდალურ განცხადებებს სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია პასუხობს: "ოპააა. დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე უკვე ღია მუქარაზე გადავიდა - "აწი ბევრი რაღაცეებით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები!!!" -  აცხადებს გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში და თავს უფლებას აძლევს, რომ უკვე ჩემს შვილსაც შეეხოს, იმ ყველაფრის მერე, რაც პარასკევს მოაწყო.... მაინტერესებს, რას ნიშნავს მისი ასეთი დაუოკებელი ინტერესი ჩემი ცხოვრების მიმართ და რას ნიშნავს მისი მხრიდან ეს უცნაური ხაზგასმები ჩემს პირად ცხოვრებაზე... საერთოდ, ვინ ეკითხება დეპუტატს ადამიანების პირადი ცხოვრების ამბებს??... რა იცის ასეთი???? გარდა იმისა, რომ ამაზრზენად ჭორიკანაა, ხომ არ სცდება ამ თავისი ინტერვიუებით ეთიკასა და დეპუტატის უფლება-მოვალეობას???... რატომ ემთხვევა ასე უცნაურად მისი ტექსტი და მუქარა-გამოხტომები დროსა და სივრცეში დაანონსებული ფარული კადრებით შანტაჟს????

რა ინფორმაციებს აგროვებს, ეძებს და ნახულობს დეპუტატი ლორთქიფანიძე ჩემზე ან ჩემს შვილზე? არის თუ არა ეს ინტერვიუ მისი მხრიდან მუქარა, რომ ამჯერად უკვე არა მხოლოდ ჩემი, არამედ უკვე ჩემი ოჯახის ყველაზე ძვირფასი წევრის ცხოვრების დეტალებითაა დაინტერესებული.... ცეცხლს ეთამაშება დეპუტატი ლორთქიფანიძე და უნისონშია იმ შანტაჟთან, რაც ორი კვირაა გრძელდება..... P.S. რას ვიფიქრებდი, ჩემი ეჭვები იმ კაცზე თუ გაივლიდა, პიჯაკის გამო ციხეში რომ ჩასვა ახალგაზრდა ბიჭები..... მე ვფიქრობ, ეს ინტერვიუ სერიოზული ეჭვების საბაბს იძლება, იმაზე არარაფერს ვამბობ, რომ მის მიმართ გამოთქმული ჩემი შვილის კომენტარის გამო, პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს და ამბობს - ვანოს სამინისტროში ამას ვერავინ გაბედავდაო... ანუ - პრაქტიკულად, მარიამის გაგდებას ითხოვს სამსახურიდან )))))))) სახელმწიფო
You must have Flash Player installed in order to see this player.
სამსახურებში მხოლოდ ლორთქიფანიძის მეხოტბე - ფანები უნდა მუშაობდნენ, თუ რა ხდება????!!!!!!!", - წერს გრიგოლია.

დეპუტატის, ჟურნალისტისა და მისი ქალიშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს "ფეისბუქში" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ლორთქიფანიძის მისამართით გაკეთებული განცხადება მარი გრიგოლიას არც მეტი არც ნაკლები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მოუწონა და "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასეთი კომენტარი დაუტოვა: "მარი, შენ ხარ მაგარი გოგოს მაგარი შვილი".

შვილს გამამხნევებელი პოსტი მიუძღვნა თავად ინგა გრიგოლიამაც: "ყველაზე ძალიან მიყვარხარ კი არა და...... ყველაზე მაგარი ხარ ამ სამყაროში... იმიტომ ხარ ყველაზე მაგარი, რომ აი, ეგეთი ხარ, როგორიც ხარ... შენზე ძლიერი და დიდი ადამიანი მე ჯერ არ შემხვედრია ამ პლანეტაზე... დღეს წავიკითხე რაღაცეები და საბოლოოდ გაღიარე"

გრიგოლიას დღევანდელ პოსტს მისი კოლეგები და მეგობრებიც ეხმაურებიან:

ეკა მიშველაძე: აა უკვე ღია მუქარაზე გადავიდნენ?! თუმცა რა მიკვირს! ნეტავ არავის არ ეუხერხულება მაინც აი ამის გამო? ინგა გრიგოლია შენთან ვარ!
ინგა გრიგოლია:
ამ ჭორიკანა დეპუტატს აშკარად არევია თავისი უფლებები და ეჭვი მაქვს, ცუდად დაუმთავრდება
ეკა მიშველაძე:
ეჭვი არა დარწმუნებული ვარ! და არა მარტო ამას! კი გონიათ რომ სამუდამოდ არიან და თან ხელშეუხებლები, მაგრამ გვკითხონ და ვეტყვით რა და როგორ ხდება ხოლმე
ინგა გრიგოლია:
ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველაფერს ვატარებ და მაქვს ერთადერთი ხელშეუხებელი - შვილი და გაგრძელებას აქ აღარ დავწერ

ეკა ხოფერია:
ეს რა არის ? შვილებს რომ თავი დაანებონ? და რა არის იმაში გასაკვირი, რომ შვილი დედას მხარს დაუჭერს და დაპოსტავს. რეებს ვკითხულობ ამ ბოლო დროს უკვე, საქმე არაა აქვთ? სტატუსებს რომ დასდევენ.

თეა ადეიშვილი:
ეს დამპალი ბურატინო ეს!!!

ნიკა გვარამია:
ყოველგვარი ბერჟერაკის გარეშე - ს ი რ ა ნ ო

ეკა ხერხეულიძე:
დამარცხებული მდაბიოები შურისძიებისთვის გონებას რომ ძაბავენ, იმ კატეგორიის პერსონაჟია

ნინო ჯანგირაშვილი:
ეს კაცი სიყვარულის მინისტრად დანიშნეთ რა


წაიკითხეთ ასევე:

ლორთქიფანიძე VS გრიგოლიები და მკითხველის შეფასებები დეპუტატ-ტელეწამყვანის სკანდალზე

"მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა" - გრიგოლიას რეაქცია "ოცნების" დეპუტატის ირონიულ რეპლიკაზ

"ეღადავე შენი ოჯახის წევრებს, შე ქათამო!" - ინგა გრიგოლიას ქალიშვილი დავით ლორთქიფანიძეს "მუხლებზე გადამტვრევით" ემუქრება
14:44 / 30-03-2016
29 მარტი 2016 13:36
ეს არის ჟურნალისტთა კასტა,რომელნიც უშურველად ემსახურებიან მთავრობებს(ყველანაირს:ფაშისტურს....) საკ ხალხის წინააღმდეგ,საკ კეთილდღეობის სანაცვლოდ.ის რომ ხანდახან ვიღაცას გაანთავისუფლებენ,ეს გეგმის ნაწილია.ბირთვი მთლიანია და ის ანტიქართულია,გარყვნილების პროპაგანდიდან დაწყებული განათლების პროგრამით დამთავრებული.დადებითი ისა რომ ამ ხალხს არ გავს ეს ახალგაზრდობა,ისინი გამონახავენ ძალას და ჩამოიცილებენ ყველა ნიღბიან თუ უნიღბო გარეწრებს...
hiugo555 15
hiugo555
14:27 / 30-03-2016
29 მარტი 2016 13:36
ეს არის ჟურნალისტთა კასტა,რომელნიც უშურველად ემსახურებიან მთავრობებს(ყველანაირს:ფაშისტურს....) საკ ხალხის წინააღმდეგ,საკ კეთილდღეობის სანაცვლოდ.ის რომ ხანდახან ვიღაცას გაანთავისუფლებენ,ეს გეგმის ნაწილია.ბირთვი მთლიანია და ის ანტიქართულია,გარყვნილების პროპაგანდიდან დაწყებული განათლების პროგრამით დამთავრებული.დადებითი ისა რომ ამ ხალხს არ გავს ეს ახალგაზრდობა,ისინი გამონახავენ ძალას და ჩამოიცილებენ ყველა ნიღბიან თუ უნიღბო გარეწრებს...
hiugo555 15
hiugo555
მსგავსი სიახლეები
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ფოტოები "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან...
"პარლამენტის თავმჯდომარე როგორ გაჭაღარავებულა, რა უქნია ქართულ პოლიტიკას"
ცერემონია 28 აგვისტოს ვაიმარის სასახლეში გაიმართა
წყვილმა ქორწილი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ვიწრო წრეში გადაიხადა
"ურთიერთობის ფრიად უცნაური ფორმები მოგვიტანა ამ 21-ე საუკუნემ"
ტელეწამყვანმა მეგობრებს თბილისის ერთ-ერთ კლუბ-რესტორანში უმასპინძლა
იუმორისტი აქამდე ასაიდუმლოებდა საყვარელი ქალის ვინაობას
ბერძენიშვილის თქმით, კორცხელთან დაკავშირებით ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:43 / 26-09-2016  Image ხელჩართული ჩხუბი და გინება პირდაპირ ეთერში - "ჩვენ კიკუები ვართ ბიჭო?"
+VIDEO "თოფაძის განცხადებები რუსული წისქვილზე ასხამს წყალს"
20:48 / 26-09-2016  Image რამ აღაშფოთა ხატია სიჭინავა - ''ენა უძვლოაო და ატყლაშუნებენ გადაყვლეფამდე''
''მიკვირს ადამიანების, რომლებიც წარსულს ხავსივით ეჭიდებიან..."
11:27 / 26-09-2016  Image თავის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით დასრულდა
კანავეროს ექსპერიმენტი ჩატარდა ადამიანის თავის გადანერგვის შესამზადებლად
11:50 / 26-09-2016  Image ნინო კუზანოვას ბათუმური ბინა, რომელსაც 160 ათას დოლარად ყიდის
"აღარ მსურს ბათუმი, დავბერდი უკვე"
11:18 / 26-09-2016  Image ვის გვარზე გადავიდა "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარი და რატომ არ აირჩია მან პროფესიად მსახიობობა
"ბაქარი" ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49