რას წერს მარგო ლუჩკო შალვა რამიშვილთან დაკავშირებით

რას წერს მარგო ლუჩკო შალვა რამიშვილთან დაკავშირებით

მარგო ლუჩკო "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, სადაც რამდენიმე თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს. მისი ინფორმაციით, "შალვა რამიშვილის შოუდან" წამოსვლის მიზეზი ხელმძღვანელის მხრიდან "შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენება" გახდა.

"მასმედიის საყურადღებოდ, რომლებსაც მე უდიდეს პატივს ვცემ!!!

ძალიან გთხოვთ ნუ შემაწუხებთ შალვა რამიშვილის ირგვლივ მომხდარ ამბავთან დაკავშირებით. ეს საკითხი ჩემთვის აქტუალური არაა. ჩემს ცხოვრებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბები ხდება, ვიდრე ვიღაცის ან ვიღაცეების პირადი ცხოვრების გარჩევა. გადაცემიდან "შალვა რამიშვილის შოუ" ჩემი წასვლის მიზეზი ჩემს მორალურ პრინციპებთან შოუს ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენება იყო. ამ საკითხს აღარ მინდა დავუბრუნდე.

შეკითხვას რომელიც ჟურნალისტებს შეიძლება გაუჩნდეთ-რატომ არ განვაცხადე მე თავის დროზე ამის შესახებ, ვპასუხობ: მე არ განვეკუთვნები ისეთი ადამიანების რიცხვს, რომლებსაც სააშკარაოზე გამოაქვთ შიდა სამზარეულო, მითუმეტეს თუ პროფესიული თანამშრომლობა, ხელმძღვანელის მხრიდან სხვა სახის, ჩემთვის სრულიად მიუღებელ ურთიერთობებს გულისხმობს.

ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ შემაწუხებთ ამ თემასთან დაკავშირებით", - წერს მარგო ლუჩკო.

იხილეთ ვიდეო

გადაცემა "პოლიტიკის" ერთ-ერთმა წამყვანმა შალვა რამიშვილმა რამდენიმე დღის წინ ამცნო საზოგადოებას, რომ "იმედთან" საქმიან ურთიერთობს წყვეტდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ რამიშვილის ტელეკომპანიიდან გამოშვების მიზეზი თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვაა, რომელთანაც ტელეწამყვანს რამდენიმე დღის წინ პირად საკითხზე კონფლიქტი მოუვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ტელეკომპანია "იმედმაც".

იხილეთ: ტელეკომპანია "იმედი" შალვა რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"თათია მე გამოვზარდე შოუბიზნესში და ვაქციე იმად, რაც არის" - შალვა რამიშვილის პირველი კომენტარი "ტასო ბარნოვასთან" დაკავშირებულ სკანდალზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს