რატომ დატოვა მოდელმა ანა ახვლედიანმა "ცეკვავენ ვარსკვლავები"

რატომ დატოვა მოდელმა ანა ახვლედიანმა "ცეკვავენ ვარსკვლავები"

4 აპრილს მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონი დაიწყო. პირველ ლაივ-კონცერტზე მცირე ინციდენტი მოხდა. მოდელმა ანა ახვლედიანმა სცენაზე გასვლისას ფეხი იტკინა და ცეკვა ვეღარ გააგრძელა. სცენიდან ანა ჟიურის წევრმა გოჩა ჩერტკოევმა კულისებში ხელში აყვანილი გაიყვანა.

როგორც ჩანს, Dolce & Gabbana-ს რჩეული ქართველი მოდელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რადგან ანამ პროექტი დატოვა. ამის შესახებ მოდელმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა: "ცეკვავენ ვარსკვლავები" ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის, დიდი სიხარულით დავთანხმდი და ვცდილობდი ჩემი მაქსიმუმი მეჩვენებინა თქვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ ფიზიკური ტრავმის გამო ვეღარ ვაგრძელებ პროექტში მონაწილეობას.

უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გვერდში დგომისთვის და ბოდიშით იმედები თუ გაგიცრუეთ! ძალიან მიყვარხართ!!!" - წერს ანა ახვლედიანი პოსტში.

ნახეთ ვიდეო| ინციდენტი "ცეკვავენ ვარსკვლავებში": მოდელი ანა ახვლედიანი სცენაზე დაეცა და ხელით გაიყვანეს

წაიკითხეთ:

ინციდენტი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - მოდელი ანა ახვლედიანი სცენაზე დაეცა

Dolce & Gabbana-ს რჩეული ქართველი მოდელი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოცეკვავეზეა შეყვარებული

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს