"მაინც მიყვარს..." - მარგო ლუჩკოს რა მიმოწერას ასაჯაროვებს შალვა რამიშვილი

"მაინც მიყვარს..." - მარგო ლუჩკოს რა მიმოწერას ასაჯაროვებს შალვა რამიშვილი

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი მისი შოუს ყოფილი მსახიობის მარგო ლუჩკოს ფეისბუქ-სტატუსს ეხმაურება. მას შემდეგ რაც, რამიშვილი ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, ლუჩკომ, რომელიც თავის დროზე "იმედის" შოუებიდან მოხსნეს შალვა რამიშვილთან დაკავშირებით ასეთი პოსტი დაწერა ფეისბუქზე: "გადაცემიდან "შალვა რამიშვილის შოუ" ჩემი წასვლის მიზეზი ჩემს მორალურ პრინციპებთან შოუს ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენება იყო. ამ საკითხს აღარ მინდა დავუბრუნდე".

ამ პოსტის საპასუხოდ, რამდენიმე საათის წინ შალვა რამიშვილმა მისი თანაშემწისა და მარგო ლუჩკოს ერთ-ერთი მიმოწერის შინაარსი გაასაჯაროვა და განმარტა, რომ ლუჩკოს განცხადება ორაზროვნად იქნა გაგებული და ის სამსახურიდან დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო გაუშვა: "მეგობრებო! როგორც ჩანს რაღაც გაუგებრობაა მარგო ლუჩკოსთან დაკავშირებით. ალბათ ეს მისმა ორაზროვანმა კომენტარმა გამოიწვია. მაშ ასე: მარგო ლუჩკო იმიტომ წავიდა სამსახურიდან, რომ არ შეასრულა ჩემი, როგორც შოუს სამხატვრო ხელმძღვანელის დავალება.

იგი უნდა გამოწყობილიყო ჯართის ჩამბარებლად, კამერების თნხლებით ეარა ეზო-ეზო და ჩაებარებინა ჯართი. მან თქვა რომ ამას არ გააკეთებდა. ამიტომ მე მივეცი რეკომენდაცია სტუდიის დირექტორს და მარგო წავიდა შოუდან. ამის შემდეგ მას ჰქონდა მიმოწერა ჩემს თანაშემწესთან თიკო სიფრაშვილთან. ამ მიმოწერის ფოტოებს ახლა გთვაზობთ. როგორც ხედავთ მარგო ლუჩკოს არავინ არ ავიწროვებდა არც სექსუალურად და არც ისე" - წერს რამიშვილი და დამადასტურებლად მისი თანაშემწისა და მარგო ლუჩკოს მიმოწერის ფოტოებს აქვეყნებს.

ერთ-ერთ შეტყობინებაში ლუჩკო წერს: "ვინ მოიფიქრა ეს ჯართი. არ მევასება ჯართი და ეგაა. მინდა ჩემი სიუჟეტები, სასაცილო თემები, ლამაზი კაბები.... მაინც მიყვარს და არ მწყენია ვაფშე არაფერი" - წერს ლუჩკო შოუს პროდიუსერის თანაშემწესთან მიმოწერაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს