გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს წელიწადნახევრიანი დავის შემდეგ სასამართლოში მოუგო

გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს წელიწადნახევრიანი დავის შემდეგ სასამართლოში მოუგო

შარშან მსახიობი გია როინიშვილი ქეთი დოლიძემ თუმანიშვილის თეატრიდან გაათავისუფლა. რეჟისორისა და მსახიობის დაპირისპირებას მაშინ საზოგადოებაში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ქეთი დოლიძე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სოციალურ ქსელში მწვავე პოსტებით პასუხობდნენ... დღეს კი ცნობილი გახდა, რომ წელიწადნახევრიანი დავა სასამართლოში გია როინიშვილის გამარჯვებით დასრულდა.

"დღეს დილით წელიწადნახევრიანი სასამართლო პროცესი დასრულდა! საქალაქო სასამართლომ ჩემი სარჩელი თუმანიშვილის თეატრის სამხ. ხელმძღვანელის (ქეთი დოლიძე) წინააღმდეგ სრულად დააკმყოფილა! :))))....... არანაირი შურისძიება!...... სიყვარულის დღეს გილოცავთ ყველას!", - წერს გია როინიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

იხილეთ ასევე: ქეთი დოლიძის მორიგი ბრალდებები გია როინიშვილს და "შემოლაწუნება უზნეო რუსთავი 2-ს"

"ის ჩემს კაცობას შეეხო" - როინიშვილი-დოლიძის დაპირისპირების დეტალები

"იმდენი რამე აქვს ჩადენილი, კოლეგებს მისი დანახვაც არ უნდათ" - ქეთი დოლიძე გია როინიშვილის გათავისუფლებაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს