"იმდენი რამე აქვს ჩადენილი, კოლეგებს მისი დანახვაც არ უნდათ" - ქეთი დოლიძე გია როინიშვილის გათავისუფლებაზე

"იმდენი რამე აქვს ჩადენილი, კოლეგებს მისი დანახვაც არ უნდათ" - ქეთი დოლიძე გია როინიშვილის გათავისუფლებაზე

მსახიობი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან",  გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრიდან გაუშვეს. ამის შესახებ, მსახიობმა "ფეისბუქზე" დაწერა. მისი თქმით, თეატრიდან ქეთი დოლიძემ გაათავისუფლა, რომელმაც ის ყველა მოქმედი სპექტაკლიდან ამოიღო. Ambebi.ge ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა:

- ქალბატონო ქეთი, რატომ გაუშვით გია როინიშვილი თეატრიდან?

- კაცი არ მოსულა თეატრში არცერთხელ, ფეხი არ დაუდგამს. როდესაც ვეუბნებოდით, მოდი-თქო, უარს ამბობდა. იმდენი რამე აქვს ჩადენილი, მის კოლეგებს დანახვა არ უნდათ. ის 7 წელია წყნარად იღებს ხელფასს. არც გაბედოს წამებულის მანტიის მოსხმა, როდესაც მისი კარნახით თეატრიდან გამაგდეს და ფესტივალი დამიხურეს, ხმა რატომ არ ამოიღო?! არასდროს მიძიებია შური, მაგრამ მე მინდა არტისტები, რომლებიც  სცენაზე დგანან.

- ის ამბობს, რომ თქვენ ამოიღეთ მოქმედი სპექტაკლებიდან და შემდეგ გაათავისუფლეთ თეატრიდან, უარყოფთ ამ ინფორმაციას?

- უარვყოფ. ის რამდენჯერმე რომ არ მოვიდა, გავათავისუფლე სპექტაკლიდან. რამაზ იოსელიანს მოუკვდა ძმა, ვუთხარი, გია ჩამოდი მაგ პარლამენტიდან და ითამაშე-თქო, მაგრამ მან უარი თქვა. როცა პარლამენტში იყო, არცერთ სპექტაკლში უთამაშია, აბა გაბედოს და უარყოს ეს ინფორმაცია. ეგ ისეთი კაცია, ყველაფერზე მოაწერს ხელს. რა სინდისით იღებდა ამდენი ხანი ხელფასს. მის სინდისზე იყოს ყველაფერი. რომ მდომოდა, როცა გავხდი სამხატვრო ხელმძღვანელი, მაშინ გავუშვებდი. ადამიანს, რომელმაც ამდენი ხანია საერთო ენა ვერ იპოვა კოლეგებთან, ხმა არ აქვს ამოსაღები. რამდენიმე მსახიობი აცხადებს, რომ მაგასთან ერთად სცენაზე არ დავდგებითო. ჰკითხოს იმ მსახიობებს, რატომ არ უნდათ მასთან ერთად სცენაზე დგომა.

- რამდენი ხანია, რაც  არ უთამაშა გია როინიშვილს სცენაზე?

- 6-7 წელია, არ უთამაშია სპექტაკლში. ადამიანი, რომელსაც ძმა მოუკვდა, ის არ დაინდო და არ ითამაშა; რას აკეთებდა ამ პარლამენტში? მოვიდეს და მითხრას. სხვა პარლამენტარი მსახიობიც გვყავს თეატრში, მაგრამ ერთი რეპეტიცია და სპექტაკლი არ გაუცდენია.

ასევე იხილეთ| გია როინიშვილის პირველი კომენტარი თუმანიშვილის თეატრიდან გამოგდების შემდეგ - "სამართლიანობა აღდგა, დოლიძემ კი ღირსება დაიბრუნა..."

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ანდრეა ბოჩელის ემოციური სააღდგომო სოლო კონცერტი მილანის ცარიელ ტაძარში - "ამ გზით, ჩვენ დედამიწის დაჭრილ გულს გულში ვიკრავთ"

"თურმე ხალხმა ვერ მიცნო... მათრიეს არაფრის გამო" - როგორ ეხმაურებიან კორონავირუსზე შექმნილი სიმღერის კრიტიკას სოფო ბედია და კაკი ბოლქვაძე

"მოსკოვში კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ სახლებში ვზივართ" - იზოლაციაში მყოფი ქეთა თოფურია მეორე და მესამე შვილზე ფიქრობს