"ვისაც ბოტანიკური ბაღის ბედი მართლა გაღელვებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს პოსტი"

"ვისაც ბოტანიკური ბაღის ბედი მართლა გაღელვებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს პოსტი"

კოკა ყანდიაშვილი ბოტანიკური ბაღის ირგვლივ ატეხილ სკანდალს ეხმაურება და "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს წერს, რომელშიც ბაღის გასხვისების სრულიად ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ყანდიაშვილი პოსტს ბაღის რუკასაც ურთავს, რომელზეც მისივე თქმით, სადავო ადგილებია ასახული. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბაღს 4 ჰექტარი "ბიძინა ივანიშვილმა წაართვა". რაც შეეხება თბილისის მერიის პოზიციას, ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ ნიკა მელიას გავრცელებულ ინფორმაციას არასწორი უწოდა. როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, მოხდა ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარი ტერიტორიის ჩანაცვლება.

"სინდისიც კაი საქონელიაო  ანტიეროვნულო ნაციონალებო. ვისაც ბოტანიკური ბაღის ბედი მართლა გაღელვებთ  ყურადღებით წაიკითხეთ ეს პოსტი.

რუკაზე:

1. "მწვანე ფერი" ბოტანიკური ბაღია 97 ჰა.

2. "მწვანე ფერი ზოლებით"  ტერიტორია 4 ჰა, რომელიც კომპანია "ფინსერვისს", ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინ მოჰყიდა, როდესაც ივანიშვილი კაი ბიძია იყო. დღეს კი ეს ტერიტორია "ფინსერვისმა"  ბოტანიკურ ბაღს გადასცა  "რუხი ფერი ზოლებით" ტერიტორიის სანაცვლოდ. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გაშენებულია ხეხილოვან მცენარეთა კოლექცია, მიმდებარე ტერიტორიას ბაღის თემატური განვითარებისათვის დიდი პოტენციალი გააჩნია.

3. "რუხი ფერი" "ფინსერვისის" კუთვნილი 10 ჰა, რომელიც ნაციონალებმა მიჰყიდეს.

4. "რუხი ფერი ზოლებით"  ტერიტორია 4 ჰა, რომელიც ბოტანიკურმა ბაღმა გაუცვალა "ფინსერვისს"  'მწვანე ფერი ზოლებით" სანაცვლოდ. ბოტანიკურ ბაღს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი ქვაღორღოვანი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, შემოუერთდა მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ვაკეტერიტორია თაბორის მთაზე.

5. "ლურჯი ფერი"  30 ჰა, რომელიც აუქციონზეა გამოტანილი გასაყიდად.

6. კრწანისი-შინდისის დაპროექტებული გზა. შემოერთებული ტერიტორიით ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშრდება "კრწანისიშინდისის" ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. ასევე, თაბორის მთაზე მოეწყობა ახალი ტურისტული მარშრუტი. რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბოტანიკური ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება.

პ.ს. ამის მერე, მიდი და დაუჯერე ამ  ცრუპენტელა აფერისტებს! ნაცებო  მართლა ასე გაუნათლებელი, ბნელი და შეუგნებელი გგონიათ ჩვენი მოსახლეობა, რომ შავს თეთრისგან ვერ არჩევდეს? თქვენ რომ მართლა სიმართლეს ამბობდეთ  პატიოსან ადამიანს  დაჯერება შერცხვებოდა!!! პ.პ.ს.  გთხოვთ გაავრცელეთ  რომ ამათი ტყუილი  ყველამ გაიგოს!!!", - წერს ყანდიაშვილი პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს