"ფეისბუქში" "ნაცმოძრაობიდან" გიორგი ვაშაძის წასვლას ეხმაურებიან

"ფეისბუქში" "ნაცმოძრაობიდან" გიორგი ვაშაძის წასვლას ეხმაურებიან

გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. საგანგებო ბრიფინგზე ვაშაძემ განაცხადა, რომ ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. (იხილეთ ვრლად)

თემას "ფეისბუქში" ეხმაურებიან:

კობა სუბელიანი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

მერაბ კოსტავა:

"ეროვნული მოძრაობა უნდა გიყვარდეს და არა - საკუთარი თავი ეროვნულ მოძრაობაში".

p.s. ესაა სახელმძღვანელო პრინციპი პარტიასთან მიმართებაში და მეტ განმარტებას არ საჭიროებს

იხილეთ ვიდეო| რას უმხელს ხალხს "ნაციონალებიდან" წასული ვაშაძე - ყველაფერი, რასაც პარტიაში ყოფნისას არ ამბობდა...

დავით დარჩიაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ჩემი პატივიცემა განახლებას, ახალ სახეებს ზოგადად და კონკრეტულად. მაგრამ პარტია, ისევე როგორც ნებისმიერი ერთობა, ისტორია და გამოცდილებაა. ჩემთვის ეს ასოცირდება კონკრეტულ სახეებთან - თავისი შეცდომებით, წარმატებებით, პასუხისმგებლობებით. მათგან ზოგი უცხოეთშია, ზოგი ციხეში, ზოგი დღეს მუდმივი წნეხის ქვეშ მყოფ ენმ-ს ხელმძღვანელობს. ამასთან, არც ერთი მათგანი არ უჩივის ენერგიის და საქართველოს მოდერნიზაციისათვის შემდგომი ბრძოლის სურვილის ნაკლებობას. მე მათ შევუერთდი 2008 წელს და მეამაყება, რაიმე შეხება თუ მქონია მიშას, გიგას, დათოს, გოკას და სხვების მენეჯმენტთან, წარმატებებთან. არ გავურბივარ მათ შეცდომებთან ასოცირებას და ჩემი წილ პასუხისმგებლობას. ვაშაძე არ იყო მათ შორის, როგორც პოლიტიკოსი. იყო ტექნიკოსი, ექსპერტი. მოვიდა რა 2012 წელს ახალ სახედ პოლიტიკაში, ვფიქრობ, გარკვეული ენერგეტიკა აჩვენა. მაგრამ არ სცა პატივი არც ისტორიას, არც ამ ისტორიასთან ასოცირებულ ადამიანებს. არ შევალ მისი მოტივაციის განხილვაში - ამ ქვეყანაში ჯერჯერობით პარტიების შექმნა არ იკრძალება და მიხედავს თავს. ეს "თავისმიხედვა" ქვეყნის სამსახურში როგორ აისახება, შეაფასოს ამომრჩეველმა".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

წარმატებები. სადაც არ უნდა, როგორც არ უნდა იყო, 100% დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნისთვის იქნები ყველგან.

გგულშემატკივრობ კარგ საქმეებში:)

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

დიდი ხნის წინ უნდა ექნა! ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მერის პოსტზე კენჭისყრის საშუალება არ მისცეს!

თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" რედაქტორი: ბრიყვიცაა, უღირებულებოსთან ერთად

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:

გიორგი ვაშაძე, ახლა ყველაფერს შეეშვი და კავკასუსში სასწრაფოდ დაარეგისტრირე დომენი - vasha.ge. დამიჯერე!

მაია ორჯონიკიძე, მხატვარი:

რავა ცალ-ცალკე იპარებით და მაინც და მაინც არჩევნების წინ? და ახლა გახდა ენმ კაბინეტური? თუ ასეა-აქამდე სად იყავით? თქვენ იმდენს იზამთ ყველა ერთად და ცალ-ცალკე,რომ ბიძინა 20/30-მდე კი არა,სამუდამო იმპერატორად ეკურთხება!

იხილეთ ასევე: "ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა" - რას წერენ ნადირაშვილი და წიკლაური "ნაციონალებიდან" წასულ ვაშაძეზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს